ბიზნესიდეების კონკურსი
ავტორი: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ბიზნესიდეების კონკურსი

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს შესაძლებლობების მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში აცხადებს ბიზნესიდეების კონკურსს ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთათვის.

კონკურსის ზოგადი მიზანი:
საქართველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა ბიზნესსაქმიანობების ხელშემწყობი პროექტის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი ყოფილი ან პოტენციური მიგრანტების ცხოვრების დონის ამაღლებას ისეთი სერვისების შექმნა- განვითარებით, რომლებიც მათ დაეხმარება არსებული სირთულეების დაძლევაში, მათი ბიზნეს უნარების გაუმჯობესებაში.
 
ბიზნეს იდეების კონკურსის ამოცანა, დაფინანსების ოდენობა და საგრანტო ფონდი:
კონკურსის ამოცანაა გამოავლინოს საუკეთესო ბიზნესიდეები, რომელთა ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ დაფინანსება იდეის განსახორციელებლად. ბიზნესიდეების კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესიდეების მთლიანი საგრანტო ფონდი შეადგენს 200 000 ლარს. საგრანტო პროგრამა ცხადდება როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ბიზნესის ხელშეწყობისათვის.

დამწყებთათვის  გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ერთი პროექტით გასაცემი გრანტის მინიმალური ოდენობა არის 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 5000 ლარი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 10%-ს.

მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მსურველთათვის ერთი პროექტით გასაცემი გრანტის მინიმალური ოდენობა შედგენს 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 50 000 ლარს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 20%-ს (5000 ლარის ზემოთ მიღებული დაფინანსების შემთხვევაში განმცხადებლის ვალდებულებაა დაიტვირთოს სოციალური პასუხისმგებლობით, შესაბამისად 5000 ლარს ზემოთ მიღებული დაფინანსება ექვემდებარება დაბრუნებას ფონდ “დაბრუნდი საქართველოში (Bაცკ ტო Gეორგია)”-ს ანგარიშზე, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, სარგებლის გარეშე). გარდა ამისა მოქმედი ბიზნესის დაფინანსების შემთხვევაში ბიზნესი იღებს პასუხისმგებლობას თანხის მიღებული პროპორციულად დაასაქმოს რამდენიმე ყოფილი და პოტენციური მიგრანტი და გააფორმოს მათთან მინიმუმ ერთწლიანი შრომითი კონტრაქტი.
სოციალური საწარმოს დაარსების მსურველ ბენეფიციართა ჯგუფთათვის, პროექტის ბენეფიციარების მონაწილეობით გათვალისწინებულია სოციალური საწარმოს დაარსება. ერთი პროექტით გასაცემი გრანტის მინიმალური ოდენობა შედგენს 15000 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 50000 ლარს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 25%-ს (განმცხადებლების ვალდებულებაა დაიტვირთოს სოციალური პასუხისმგებლობით, შესაბამისად მიღებული  დაფინანსება სრულად ექვემდებარება დაბრუნებას ფონდ “დაბრუნდი საქართველოში (Bაცკ ტო Gეორგია)”-ს ანგარიშზე, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, სარგებლის გარეშე).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

დამწყებთათვის ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე და არ იმყოფება ფინანსური სანქციების ქვეშ (დაყადაღებული ანგარიში, ქონება და ა.შ) და რომელიც მიეკუთვნება ყოფილი და პოტენციურ მიგრანტის კატეგორიას. ერთიდაიგივე პირი შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილ მხოლოდ ერთი პროექტის ავტორი.

მოქმედი ბიზნესის განვითარების კონკურსის მონაწილე იურიდიული პირი საქმიანობას უნდა ახორციელებდეს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ასევე მისი ვალდებულება იქნება აღნიშნული დაფინსების მოპოვების შემთხვევაში, დაასაქმოს დამატებით პირები, რომლები მიეკუთვნებიან ყოფილი და პოტენციურ მიგრანტის კატეგორიას. ერთიდაიგივე იურიდიული პირი შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილ მხოლოდ ერთი პროექტის ავტორი.
სოციალური საწარმოს დაარსების მსურველთა კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და არ აქვთ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე და არ იმყოფებიან ფინანსური სანქციების ქვეშ (დაყადაღებული ანგარიში, ქონება და ა.შ) და რომელიც მიეკუთვნება ყოფილი და პოტენციურ მიგრანტის კატეგორიას. ერთიდაიგივე პირი ან პირთა ჯგუფი შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილ მხოლოდ ერთი პროექტის ავტორი.
ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადის ფორმა მითითებული ფორმის მიხედვით, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია ამ მისამართზე:
 ან მოიკითხოს ქვემოთმოცემულ მისამართზე.
 
ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე (სააპლიკაციო ფორმა) : gyrc.info@gmail.com (სათაურში მიუთითეთ “ბიზნესიდეების კონკურსი“) ან ხელზე ჩაბარდეს ქვემოთმოცემულ მისამართზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ქ. ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4

საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი, ოთარ რევიშვილი
მობ.: 599 98 18 98
საკონსკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი.


'.$TEXT['print'].'