European Car Of The Year - დასახელდა ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
European Car Of The Year - დასახელდა ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი

22 ქვეყნის 58 ჟურნალისტის გადაწყვეტილებით, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად, ამ კონკურსის არსებობის ისტორიაში, უკვე მეხუთედ, პეჟოს მარკის ავტომობილი დასახელდა, კერძოდ, გამარჯვება ქროსსოვერ Peugeot 3008-ს ერგო წილად, რომელმაც ჟიურისგან 319 ქულა მოიპოვა.
შედეგი შეიძლება ითქვას მოულოდნელი იყო, რადგანაც ბევრი გამარჯვებას Alfa Romeo Giulia-ას უწინასწარმეტყველებდა, ბოლო დროს ამ ავტომობილისადმი პუბლიკის სიყვარულისა და ყურადღების გამო.
"ჯულია" 296 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა, მესამე ადგილზე კი 196 ქულით ახალი Mercedes Benz E-Classe გავიდა.
მომდევნო ადგილები კი შემდეგმა ავტომობილებმა გაინაწილეს:

Volvo S90/V90: 172 ქულა 

Citroën C3: 166 ქულა 

Toyota C-HR: 165 ქულა

Nissan Micra: 135 ქულა

წლევანდელ დაჯილდოებაზე კიდევ ერთი მოულოდნელობა დაფიქსირდა - კონკურსის არსებობის ისტორიაში, გამარჯვება ქროსსოვერის ტიპის ავტომობილმა პირველად მოიპოვა.

გამარჯვებული Peugeot 3008

-------------------------------------------------------------

'.$TEXT['print'].'