"მატრიცა" კიდევ ერთხელ "გადაიტვირთება"
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
"მატრიცა" კიდევ ერთხელ "გადაიტვირთება"

1999 წელს გამოსული ფილმი "მატრიცა" კიანუ რივზის მონაწილეობით, იყო ნამდვილი გარღვევა სპეცეფექტებსა და კომპიუტერულ გრაფიკაში, ფილმის იდეასა და არსზე კი დღემდე ბჭობენ. ძმები (ამჟამად კი უკვე დები) ვაჩოვსკები, ვინებმაც ამ ფილმის ტრილოგიას მოუყარეს თავი, თავის დროზე საკულტო პიროვნებებიც კი გახდნენ, არა მხოლოდ ფანტასტიკის მოყვარულთა წრეში, ზოგადად, კარგი კინოს მოყვარულებშიც. პირველმა "მატრიცამ" იმდროინდელი 63 მილიონიანი ბიუჯეტით 463.5 მილიონი ამოიღო და რაც მთავარია, უამრავი კინომანის გულში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.
ტრილოგიის დასრულებიდან კი უკვე 14 წელი გავიდა და სულ რამოდენიმე დღის წინათ, კიანუ რივზმა უეცრად წამოჭრა გაგრძელების თემა, რომ თითქოსდა ის სიამოვნებით დაუბრუნდებოდა "მატრიცას" კიდევ ერთხელ, ოღონდ ერთი პირობით - თუ სარეჟისორო სავარძლებს ისევ დები ვაჩოვსკები დაიკავებდნენ. ვითომდაც ამით ისეთი არაფერი არ თქმულა, მაგრამ კიანუს ტიპაჟიდან გამომდინარე, მსგავსი განცხადება ბევრმა მეოთხე "მატრიცაზე" მუშაობის მინიშნებათ მიიღო - წლების მანძილზე ფილმის გაგრძლებაზე კრინტიც კი არ დაძრულა.
და აი, უეცრად და ყველასათვის მოულოდნელად, კიანუ რივზის კვალდაკვალ, The Hollywood Reporter-ის ინსაიდერებმა აუწყეს საზოგადოებას "მატრიცის" გადატვირთვაზე, რომელზედაც სტუდია Warner-ი მუშაობის ადრეულ ეტაპზეა. "მატრიცისა" და კიანუს ფანატებს, ეს ამბავი ალბათ უზომოდ გაახარებს, მაგრამ აქ არის რამოდენიმე რამ, რაც სიხარულს სევდით შეცვლის.
1. დაივიწყეთ ვაჩოვსკები (ტრილოგიის როგორც რეჟისორები, ასევე სცენარისტებიც)- ისინი ძირეულად და საფუძვლიანად "მოიქნიეს" პროექტიდან.
2. სცენარზე ზაკ პენი იმუშავებს (The Avengers, X2, Elektra).
3. სავარაუდოთ პროდიუსერის, ჯოელ სილვერის ადგილსაც სხვა დაიკავებს.
4. მთავარ როლზე კიანუს ელოდებით? უკაცრავად, მაგრამ არამც. მის ადგილზე მაიკლ ბ. ჯორდანს (Fantastic Four, Creed) წარმოგვიდგენენ.
5. ე.წ. "გადატვირთვის" საჭიროებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რათ უნდა მსგავსი დონის ტრილოგიას "გადატვირთვა", მითუმეტეს ძველი სახეების გარეშე, გაურკვეველია. სავარაუდოთ შემქმნელებს უნდათ მთლიანად "გადაახალისონ" "მატრიცის" სამყარო, რათა სამომავლოდ თავისუფლად შეძლონ ახალ-ახალი ნაწილების თავისი ფანტაზიით გამოშვება, და არა ვაჩოვსკების ათვლის წერტილით.
იმედია მომავალი "გადატვირთვა" უკვე მომრავლებული "გადატვირთვების" არასახარბიელო ბედს არ გაიყოფს. როგორც წესი, Warner-ს ყოველთვის აქვს გათვლილი რისკები, ეს ის სტუდია არაა, ბიუჯეტს "ბლექ ჯეკსა" და კახპებში რომ ფლანგავენ.

 

'.$TEXT['print'].'