ფორდი თავის ავტომობილებს "დააჭკვიანებს"
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
ფორდი თავის ავტომობილებს "დააჭკვიანებს"

ახლო მომავალში, ფორდის მარკის ავტომობილებში იგეგმება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც ღამით უსაფრთხო გადაადგილებაზე იქნება პასუხისმგებელი. კერძოდ, ავტომობილის წინა ბამპერსა და საქარე მინაზე დამაგრებულ რადარებსა და კამერებს, შეეძლებათ გზაზე მოძრავი ადამიანის ამოცნობა, რომელიც მანქანასთან ახლო დისტანციაზე იქნება, და თუ ამ დროს მძღოლი არ გააკეთებს შესაბამის რეაგირებას, სისტემა თავად შეანელებს, ან თუნდაც სრულად დაამუხრუჭებს ავტომობილს, შესაძლო ინცინდენტის თავიდან აცილების მიზნით. როგორც გამოკითხვებმა და სტატისტიკამ აჩვენა, მამაკაცი მძღოლების 81 პროცენტს, ხოლო სუსტი სქესის წარმომედგენელთა 87 პროცენტს, ღამით ავტომობილით მოძრაობის შიში აქვთ. გამოკითხულთა ნახევარს, ღამით მოძრაობა ეშინიათ გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, მესამედს, ავარიის შიში აქვს, ყოველ მეხუთეს კი, გზაზე მოძრავი ადამიანის გატანა აშინებს ყველაზე მეტად.
ფორდის სისტემას შეუძლია განასხვავოს ადამიანი გზაზე მდებარე სხვა ობიექტებისგან ( საგზაო ნიშანი, ბოძი და ა.შ.) დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ აქცენტი მაინც ღამით მოძრაობაზეა გაკეთებული, როცა ცუდ ხილვადობას, მძღოლის დაძაბულობა და გადაღლა შეიძლება ერთვოდეს თან. სისტემამ ტესტირება უნაკლოდ გაიარა, როგორც სატესტო ტრასებზე, ასევე პარიზისა და ამსტერდამის გზებზე.
პირველი ავტომობილი რომელიც ამ სისტემას გამოიყენებს, იქნება ახალი თაობის Ford Fiesta.
"ჩვენ ვიცით თუ რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული ღამით ავტომობილით მოძრაობა, მითუმეტეს გადატვირთულ ქუჩებში, სადაც ქვეითები თავიანთ სმარტფონებში თავჩარგულები, ყურსასმენებით, ძალზედ უყურადღებოდ მოძრაობენ, ქმიან რა საავარიო სიტუაციებს. ჩვენი სისტემა იმისთვის შეიქმნა, რომ დღისითაც და ღამითაც შეძლოს გზაზე უეცრად გამოსული ქვეითის ამოცნობა და შესაბამისი ზომების მიღება" - აცხადებს Ford of Europe-ს მთავარი ინჟინერი.

 

'.$TEXT['print'].'