მსახიობების ანაზღაურება - სამინისტრო დოკუმენტებს აქვეყნებს (ფოტო)
ავტორი: გურიის მოამბე
მსახიობების ანაზღაურება - სამინისტრო დოკუმენტებს აქვეყნებს (ფოტო)

კულტურის სამინისტრო თეატრებში შრომის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი სმიხედვით, საშუალო შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თუმანიშვილის თეატრში ფიქსირდება და იგი შეადგენს 908 ლარს. რაც შეეხება მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურებას, თუმანიშვილის თეატრში აღნიშნული შეადგენს 1034 ლარს.

საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სადაც ანაზღაურება შეადგენს 843 ლარს. ხოლო მსახიობების საშუალო ანაზღაურება 850 ლარია.

საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 809 ლარით. მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება კი 1328 ლარს შეადგენს.

'.$TEXT['print'].'