"სანდრამ აღდგომა გაგვითენა''-ყოფილი პირველი ლედის სასაჩუქრე კალათი შეჭირვებულ ოჯახებს
ავტორი: გურიის მოამბე
"სანდრამ აღდგომა გაგვითენა''-ყოფილი პირველი ლედის სასაჩუქრე კალათი შეჭირვებულ ოჯახებს

 სანდრა რულოვსი აღდგომის დღესასწაულამდე მცირე ხნით ადრე ზუგდიდს სტუმრობდა და სააღდგომო ნობათი გადასცა მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებს.  როგორც ერთ-ერთმა მიმღებმა ბრძანა: ,, მუ ბჩიკონ ვამჩქუდ ბაღანემს -  სანდრაქ თანაფა გომთანეს '' ( ,,არ ვიცოდი, რა მეჭმია ბავშვებისთვის - სანდრამ აღდგომა გაგვითენა'' ) 

სააღდგომო ნობათების დარიგება სანდრა რულოვსის მიერ დაფუძნებული ფონდი SOCO-ს, პროფესორ რ.ედვარდსისა (აშშ) და ტელერადიო კომპანია "ოდიშის" დამფუძნებლის  ალექსანდრე ქობალიას ინიციატივით მოხდა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა,  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებმა და სოციალურ  სტატუს გაუქმებულმა ოჯახებმა სააღდგომო საჩუქრები მიიღეს. შაქარი, წიწიბურა, სპაგეტი, შოკოლადი, ბარდა, მაკარონი, კვერცხის საღებავი, ჩაი, ბრინჯი, მაიონეზი, კაკაო, ზეთი, პასკა, კიტრის მარინადი, კარაქი, შვრიის ფანტელი, ლიმონათი, ტომატ-პასტა, შედედებული რძე, ფქვილი, ბავშვებისთვის ტანსაცმელი და სათამაშოები - ეს სააღდგომო კალათაში მოთავსებული საჩუქრების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ოჯახებმა მიიღეს. ფონდი SOCO მსგავსი ტიპის სოციალურ აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ფონდმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდაც გადასცა სასაჩუქრე კალათი.   

'.$TEXT['print'].'