ყოფილმა "მის იტალიამ" მჟავის შესხმის შედეგად დამწვარი სახე გამოაჩინა
ავტორი: გურიის მოამბე
ყოფილმა "მის იტალიამ" მჟავის შესხმის შედეგად დამწვარი სახე გამოაჩინა

სილამაზის დედოფალმა, რომელსაც ყოფილმა მეგობარმა ბიჭმა მჟავა გადაასხა, საზოგადოებას საკუთარი დამწვარი სახე აჩვენა. 

ყოფილ მის იტალიას ჯესიკა ნოტაროს, 2017 წლის იანვარში სახეზე მჟავა გადაასხეს. მომხდარში იგი ყოფილ საქმროსა და მცველს ჟორჟ ტავარეშს ადანაშაულებს. გოგონა 2 თვე საავადმყოფოს ერთოთახიან პალატაში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას კიდევ ერთი წელი მოუწევს ლოდინი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებამდე. 

ტავარეში ახლა დაკავებულია, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. იგი დანაშაულს არ აღიარებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ იტალიურ შოუში ნოტარომ დეტალურად გაიხსენა მომხდარი.  

 http://allmedia.ge

'.$TEXT['print'].'