,,ეს ინტელიგენცია იყო ზუსტად, ყველა ხელისუფლებას რომ წველიდა"
ავტორი: გურიის მოამბე
,,ეს ინტელიგენცია იყო ზუსტად, ყველა ხელისუფლებას რომ წველიდა"

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტოკ-შოუ ,,პრიორიტეტის” ეთერში ინტელიგენციას მწვავედ აკრიტიკებს და მათ ,,ინტელიგენციად წოდებულ საშოვარზე ამხედრებულ ჯგუფებს უწოდებს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართული ინტელიგენცია იმას უჭერს მხარს ვინც ფულს აძლევს, როდესაც მათ დაფინანსება შეუწყდებათ გადაუდგებიან ხოლმე იმ ადამიანს, ვინც მათ ამ დრომდე ეხმარებოდა.

,,ვინც ფულს გადაუხდის ამ ადამიანებს იმისი მხარდამჭერები არიან, მე მახსოვს ეს ადამიანები. ყველა ერთი დედმამიშვილია ოღონდ ფული სადმე იშოვონ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის თქმით, ინტელიგენციის პროტესტი კულტურის მინისტრის მიმართ დაკავშირებულია მათ პირად უკმაყოფილებასთან და არა იმასთან, რომ ინტელიგენციას ქვეყნის კულტურა აწუხებს.

,, ვერ გაიყვეს გასაყოფი და იმიტომ არიან განაწყენებულები და არა იმიტომ, რომ ქვეყნის კულტურა ანაღვლებთ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტოკ-შოუ პრიორიტეტში".

http://primetime.ge

'.$TEXT['print'].'