ნახევარი ქვეყანა მეორე ნახევარს აგინებს, ამოვიდა ყელში!-ბუბა კიკაბიძე
ავტორი: გურიის მოამბე
ნახევარი ქვეყანა მეორე ნახევარს აგინებს, ამოვიდა ყელში!-ბუბა კიკაბიძე

 რუსები ასე გადმოწევა-გადმოწევით თბილისამდე მოვლენ. უნდა იგრძნონ, კაცო, რომ ჩვენ ჩუმად არ ვართ! მაგათ ჰგონიათ ჩვენ მაინც ყველაფერს შევეგუებით და შედეგიც ეგ არის, რა! მთავრობას გადაეცით, რომ მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები...ამბობს მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს საზღვრის გადმოწევასა და მავთულხლართებს ასე უხმოდ არ უნდა ეგუებოდეს:

 მაშინ ავწიოთ ხელები და ჩავბარდეთ, რაღას ვწვალობთ ამდენს! ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა –ერმა და ბერმა! ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან - მეორე. ეს რა არის, კაცო?! გვითხრან თუ ყველაფერი დამთავრებულია და უნდა შევეგუოთ რუსის თბილისში დაჯდომას, მაშინ აღარც ჩვენ ვიქნებით მუდმივად სულ ასეთ გაუგებრობაში! ნერვები აღარ არის.

კიკაბიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა სიტუაციამ  უარყოფითი გავლენა მოახდინა ხალხზე, საზოგადოება ორად გახლიჩა და ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირა. ის ქვეყანაში დღეს არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს  რამაც ქართველებს ის "ერთი პლიუსიც" დაუკარგა, რასაც წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ფასი ჰქონდა: 

"მემგონი საზოგადოება სპეციალურად არის გახლეჩილი, პოლიტიკამ გაგლიჯა. ჩვენ ვართ ძალიან უცნაური და სხვანაირი ერი. ასეთი რამ, მე არსად არ შემხვედრია; ასეთი სტუმართმოყვარეობის, სიძულვილის, ფსიქიკის.

ერთი პლუსი გვქონდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. სტუმართმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანა ვართ, მაგრამ ახლა რა ხდება? ნახევარი პარლამენტი და ქვეყანა  მეორე ნახევარს აგინებს,  ხელს ოპონენტისკენ იშვერს, შენ რომ ხელისუფლებაში იყავი ასე და ისე  იყო, ახლა ასე აღარ არისო. ამას რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ? ამოვიდა ყელში!-განაცხადა ბუბა კიკაბიძემ. 

'.$TEXT['print'].'