გახმაურებული ფოტოშოპ-ფეილები
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
გახმაურებული ფოტოშოპ-ფეილები

ფოტოშოპის საშუალებით სასწაულების გაკეთება არის შესაძლებელი, თუკი მას საღი გონება და სწორი ხელები გამოიყენებენ. მაგრამ, ხანდახან "დაბოლილი" ფოტოშოპერები ისეთ "სასწაულებებს" გვთავაზობენ, სკანდალში რომ გადაიზრდება ხოლმე.

ფოტოშოპს ხშირად იყენებენ წამყვანი გამოცემები, გარეკნებისა და ტოპ-გვერდების გაფორმებისას, მაგრამ, დროდადრო მათაც ისეთი "შეცდომები" მოსდით, სხვა თუ არაფერი, გაკვირვებას მაინც იწვევენ.

ეხლა კი ვნახოთ ის შემთხვევები, რომლებიც სკანდალამდე მივიდნენ.

 

ნატალია ვოდიანოვა

2012 წლის GQ-იუს ივლისის ნომერი, რომლის გარეკანსაც რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა "ამშვენებს", თუ შეიძლება ასე ითქვას. რადგანაც, რეალური ნატალიასგან განსხვავებით, მას უპროპორციო ფორმები, ძალზედ გრძელი ფეხები, გამხდარი ხელები და პატარა თავი აქვს.

 

კეიტ უინსლეტი

კეიტს ძალიან გაუკვირდა, როცა თავისი ტანი ნახა GQ-იუს გარეკანზე - იქ ის უფრო ფართე და გრძელი იყო.

 

მიშელ ობამა

ირანული საინფორმაციო სააგენტოსთვის, მიშელ ობამას კაბა ძალზედ გამომწვევი აღმოჩნდა და ფოტოშოპი დაიხმარეს, ამ "უმსგავსობის" გამოსასწორებლად.

 

გაბური სიდიბე

ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტმა, ჟურნალ ELLE-ს შავი ლაქა დაამჩნია. გარეკანზე გამოსახული სიდიბე, გაცილებით უფრო ღია ფერის იყო, ვიდრე რეალობაში, რამაც მკითხველთა და კრიტიკოსთა აღშფოთება გამოიწვია. რედაქციამ ყველაფერი სტუდიის განათებას დააბრალა, მაგრამ ამ აცილებამ შედეგი ვერ გამოღო.

 

ნატაშა პოლი

Vogue-ს გარეკანი საშინელებათა ფილმის პოსტერს უფრო წააგავს, ვიდრე ელიტარული ჟურნალის გარეკანს. პოლის ხელი "მიჭრილი" აქვს, ხოლო მტევანი კი, პირდაპირ თავიდან გამოსდის.

 

ინა მიხაილოვა

გჯერავთ "სასწაულმოქმედი გახდომის ტაბლეტების"? მაშინ ეს თქვენთვის არის - პოპულარული საესტრადო მომღერლის, სტას მიხაილოვის მეუღლე, მანამდე და მას შემდეგ, რაც "სასწაულმოქმედი" ტაბლეტები მიიღო, რა თქმა უნდა ფოტოშოპის "სასწაული" აქ უფრო იყო, ვიდრე ტაბლეტების. სარეკლამო კამპანიამ ხმაურით ჩაიარა.

 

ფილიპა ჰამილტონი

Ralph Lauren-ის სარეკლამო კამპანია კი, ყველაზე გახმაურებელი აღმოჩნდა. რა ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებდა "ფოტოშოპის გურუ", რომელიც ჰამილტონის სურათზე მუშაობდა, ძნელი გასარკვევია. კომენტარიც კი ზედმეტია.

'.$TEXT['print'].'