"ივანიშვილი - ჩემი ტიტა ჩემთან"!
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილი - ჩემი ტიტა ჩემთან"!

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ზაზა ბიბილაშვილისეული ვერსია, რგორ შეაფასებდნენ უმრავლესობის წევრები  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმას.  როგორც ლაშა თორდია რუსთავი 2-თან აცხადებს, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.

_რუსული ოცნების რეაქციები ფარცხალაძის მიერ მიერ ლაშა თორდიას ცემაზედ:

მანანა კობახიძე - იქნებ შეაგინა?

ეკა ბესელია - დაველოდოთ გამოძიებას.

პაატა ზაქარეიშვილი - ფარცხალაძე ადამიანია, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს კრიმინალი?

ჩუგოშვილი - ნაციონალების დროინდელი საკანონმდებლო ხარვეზის ბრალია.

ღარიბაშვილი - უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, ამხანაგებო! მე კარგად მესმის ბატონი ფარცხალაძის.

წულუკიანი - ხალხი ისეთ დღეში ყავდათ ნაციონალებს, მიკვირს, რომ არ მოკლა. ბატონი ოთარი სამაგალითოდ კანონმორჩილი ადამიანია, მან დიდი ხანია განიხუნა ბოტასების ქურდის მანტია. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ხრიკებია.

ახალგაზრდა კობზონი (თალაკვაძე) - ახლა რომ სვამთ კითხვებს, 9 წელი სად იყავით?!

ირაკლი კობახიძე - ჩვენ მივექანებით დემოკრატიისკენ.

ნარმანია - ეს რაუნდი ფარცხალაძემ მოიგო ანგარიშით 41:0.

მთავარი პროკურორი შარიკოვი - თორდიას გარაჟში აღმოჩენილია კიევის ბილეთები და 4 ცალი საბურავი. მიმდინარეობს გამოძიება. აჰ, ფარცხალაძეზე მეკითხებით? არ მაქვს ინფორმაცია, დაუკავშირდით პრესსამსახურს.

საგანელიძე - რა მოხდა? აზრზე არა ვარ - ჩინეთში ვიყავი, დამოუკიდებელი აფხაზეთის დელეგაციასთან ერთად ვიღებდი სელფებს.

კვირიკაშვილი - თორდია ყოფილი ნაციონალია. მან თავი გაალახინა, რომ ბატონი ბიძინას ოჯახის რეპუტაცია შელახოს.

ივანიშვილი - ჩემი ტიტა ჩემთან!

ბერა - ჯიგარი ხარ, ბრატ-წერს ზაზა ბიბილაშვილი. 

'.$TEXT['print'].'