პირველი ლედი ოზურგეთს სტუმრობს
ავტორი: გურიის მოამბე
პირველი ლედი ოზურგეთს სტუმრობს

მაკა ჩიჩუა ამ წუთებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმყოფება და შეხვედრას ადგილობრივებთან შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევისა და სერვისების გაფართოების თემაზე ნართავს.

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის ახორციელებს პროექტს - რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან, იმართება საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრება საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.

კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები და შშმ პირთა საკითხებზე მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება:  ხვალ 12:00 სთ ხელვაჩაური - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრი 25 მაისი; 13:00 სთ საჩხერე - საჩხერის პირველი საჯარო სკოლა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობელთა აქტივიზმი, რასაც პოზიტიური ცვლილებები მოყვა შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევისა და სერვისების გაფართოების თვალსაზრისით. პრობლემატურია რეგიონებში არსებული მდგომარეობა, რის დასაძლევადაც მოხდება მშობელთა გაძლიერება შვილების უფლებების შესახებ, ხელი შეეწყობა რეგიონებში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე მშობელთა კავშირებისა და ორგანიზაციების დაფუძნებას, მათ კომუნიკაციას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. პროექტი დაფარავს საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტს (ოზურგეთი,ხელვაჩაური, ჭიათურა, საჩხერე, ბოლნისი, საგარეჯო)

'.$TEXT['print'].'