მისამართშეცვლილი ოზურგეთის ავტოსადგური ფუნქციონირებას 1 ივნისიდან დაიწყებს
ავტორი: გურიის მოამბე
მისამართშეცვლილი ოზურგეთის ავტოსადგური ფუნქციონირებას 1 ივნისიდან დაიწყებს

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ავტოსადგური მისამართს შეიცვლის და მდინარე ბჟუჟის სანაპიროდან, ოზურგეთის ცენტრში, პოლიციის ყოფილი შენობის ოფისში გადმოინაცვლებს და 9 აპრილის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის ყოფილი შენობის უკან უკვე სრულდება მოსამზადებელი სამუშაოები.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ ოზურგეთის მერიამ ქალაქის განტვირთვის მიზნით მიიღო.

თუმცა ამ გადაწყვეტილებას, ქალაქის ცენტრში ავტოსადგურის გადმოტანას, საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქის ცენტრში ავტოსადგურის გადმოტანა კიდევ უფრო შეაფერხებს ქალაქში ავტოსაგზაო მიმოსვლას და მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის დასუფთავების კუთხითაც.

 

'.$TEXT['print'].'