საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის რეგიონალლიგის დასავლეთ ზონის ა ჯგუფში მოასპარეზე ოზურგეთის "მერცხალმა", ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება, ამჯერად სენაკში, იზეიმა.
დღეს, გათამაშების მე-12 ტურში, ოზურგეთელები სენაკში, ადგილობრივ "ეგრისს" ეწვივნენ და აბრალამაძის გოლის წყალობით მასპინძლები 1-0 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთელთა მეკარემ, ზვიად ფოფხაძემ 11 მეტრიანი მოიგერია.
9 თამაშიდან 9 გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, ჩოხატაურის "ბახმარომ", ამჯერად შინ ხულოს "ხიხანთან" 1-1.
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გგ | გმ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბახმარო | 11 | 9 | 2 | 0 | 22 | 3 | 19 | 29 |
ლესიჭინე | 11 | 9 | 1 | 1 | 24 | 8 | 16 | 28 |
მაჭახელა | 11 | 8 | 2 | 1 | 25 | 8 | 17 | 26 |
ტორპედო 2 | 11 | 7 | 1 | 3 | 22 | 7 | 15 | 22 |
სამგურალი 2 | 12 | 7 | 1 | 4 | 17 | 10 | 7 | 22 |
მერცხალი | 12 | 6 | 2 | 4 | 24 | 19 | 5 | 20 |
ხიხანი | 11 | 4 | 5 | 2 | 20 | 11 | 9 | 17 |
დინამო ბთ 2 | 12 | 4 | 3 | 5 | 19 | 21 | -2 | 15 |
საირმე | 11 | 4 | 1 | 6 | 21 | 20 | 1 | 13 |
რაჭა | 11 | 3 | 2 | 6 | 18 | 23 | -5 | 11 |
ზანა | 11 | 3 | 2 | 6 | 16 | 27 | -11 | 11 |
იმერეთი 2 | 11 | 3 | 2 | 6 | 12 | 29 | -17 | 11 |
ეგრისი | 11 | 1 | 4 | 6 | 12 | 22 | -10 | 7 |
სალხინო | 11 | 1 | 2 | 8 | 10 | 22 | -12 | 5 |
ოდიში 1919 2 | 11 | 0 | 0 | 11 | 7 | 39 | -32 | 0 |