ჟურანალისტები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს გმობენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჟურანალისტები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს გმობენ

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, 
ირაკლი კობახიძეს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს,
სოფიო კილაძეს


ჩვენ, ჟურანალისტები ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტს . აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ამასთან საგამოძიებო უწყებაში მიყვანისას , მისი ადვოკატის განცხადებით, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისთვის, კონტრაბანდის გადატანისთვის და სახელმწიფო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენა. 
ჩვენ ვშიშობთ, რომ აფგან მუხთარლის ჯანრთელობა და სიცოცხლე ამჟამად საფრთხეშია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ ქართული სპეც სამსახურის წარმომადგნელები, რაც არა მარტო დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, არამედ , მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანთა უფლებებს საქართველოში.
ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლის საქმიანობაზე ზედამხედველობა პარლამენტის პრეროგატივაა. ამდენად, სწორედ პარლამენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღმასრულებელი უწყებებიდან დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე?

ამ კითხვებზე პასუხებს ჟურნალისტები ვითხოვთ უკვე მესამე დღეა.
ხვალ , 2 ივნისს, 11 საათზე მედია ორგანიზაციებმა დავგეგმეთ აქციას აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად. გთხოვთ , შეგვხვდეთ მედიის წარმომადგენლებს და გაგვაცნოთ ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე"

'.$TEXT['print'].'