დავით მუჯირი: გურულებს რა, ხვალ გვეცოდინება - დამატებითი 100 მილიონი ქართულ ფეხბურთში
ავტორი: გურიის მოამბე
დავით მუჯირი: გურულებს რა, ხვალ გვეცოდინება - დამატებითი 100 მილიონი ქართულ ფეხბურთში

ქართულ ფეხბურთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის დამატებით დაახლოებით 100 მილიონი ლარი გამოიყოფა

ამის შესახენ ინფორმაცია, გუშინ,  5 ივნისს,ფედერაციის მესვეურებმა გააჟღერეს. როცა სასტუმრო „მოხალისეში", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება და 1 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები იყო.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა და 2016-2021 წლებში პროგრამის ფრაგლებში უკვე შესრულებული და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხა ჯამში 211 126 949 (ორას თერთმეტი მილიონ ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე და მომავალ წლებში ქართული ფეხბურთის ყოველწლიურად 37 მილიონი ლარით დაფინანსებას გულისხმობს.

"გურიის მოამბე" დაინტერესდა, ცნობილია თუ არა, ამ დამატებითი თანხიდან რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება გურიაში, კონკრეტულად ლანჩხუთსა, ჩოხატაურსა და ოზურგეთში. ამის გაგების მიზნით ჩვენ, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, დავით მუჯირი უფროსს, დავუკავშირდით:

"ხვალ, რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები ვიკრიბებით ფედერაციაში და გვაქვს შეხვედრა ხელმძღვანელებთან, ამ წუთისათვის ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენთვის კონკრეტული ჯერ არაფერი არ არის ცნობილი. რაღაც ინფორმაცია ხვალ, შეხვედრის შენდეგ გვეცოდინება და აუცილებლად გავავრცელებთ"-გვითხრა მუჯირმა.

'.$TEXT['print'].'