იაპონია - ქვეყანა რომელიც შაბლონებს ამსხვრევს
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
იაპონია - ქვეყანა რომელიც შაბლონებს ამსხვრევს

ყველამ კარგად ვიცით, რომ იაპონელები რადიკალურად განსხვავდებიან პლანეტის სხვა მაცხოვრებლებისგან, მათი კულტურა, ტრადიციები და ყოფა, ზოგჯერ დაუჯერებელიც კი შეიძლება გახდეს „კუნძულის მიღმა“ მაცხოვრებელთათვის. ზოგიერთი რამ, შეშლილურადაც კი ჟღერს, მაგრამ, სწორედ მსგავსი ცხოვრებისეული ასპექტები ხდიან იაპონიას უნიკალურს, ყველასგან გამორჩეულ ქვეყანად.

 მოდი ვნახოთ იაპონური ცხოვრების ფაქტები, რომლებიც ჩვენს ნორმებს მიღმა არიან.


პორნოგრაფია

ჩვენს ყოველდღიურობაში მიღებულია, რომ ბანალური კოცნაობაც კი (სხეულზე „მოთათუნებაზე“ საუბარი ზედმეტია), ნაჩვენები ტელევიზორსა თუ ინტერნეტში, არის როგორც მინიმუმ - არასწორი, ხოლო ეროტიკული და პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთების შეძენა კი - ავადმყოფობა. იაპონიაში კი, ჰენტაი (იაპონური პორნოგრაფია), ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება (სასურსათო მაღაზიებშიც კი) და შუქდება, ხოლო წიგნების მაღაზიათა მესამედს პორნოგრაფიული ლიტერატურა იკავებს, ხან კი მთელს სართულებსაც კი. ჰენტაი, მათი ცხოვრების განუყრელი ნაწილიც კი არის.


ეროტომანია

იაპონიაში, უცხო ადამიანის სხეულზე შეხება, ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველაზე ნათლად ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში იგრძნობა. ბოლო დროს გახშირებული საჩივრების გამო, ქალებისთვის ცალკე ადგილების გამოყოფაც კი გახდა საჭირო.


მომწიფების ასაკი

„ამომავალი მზის“ ქვეყანაში, მომწიფების ასაკი 13 წლიდან იწყება, აქედან გამომდინარე, ამ ასაკში ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირები სულაც არ არის გადახრა.


გაუპატიურებები

ზემოთ ჩამოთვლილებისგან შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ იაპონია იმდენად აღვირახსნილთა და აღგზნებულთა ქვეყანაა, რომ გაუპატიურება, მათი ყოველდღიურობა იქნება. სიურპრიზი! გაუპატიურების შემთხვევები იაპონიაში ყველაზე დაბალ დონეზეა მთელს პლანეტაზე!


ლანძღვა-გინება

იაპონიაში, ყველაზე საშინელი და ამაზრზენი გინება, ჩვენი „დებილოსა“ და „შტერის“ ტოლია. თანაც, ლანძღვა-გინება დიდათ არის დამოკიდებული ინტონაციაზე.


 „ფეხის ქირა“

ოფიციანტისთვის, მომსახურე პერსონალისთვის თანხის დატოვება არის შეურაცხმყოფელი - მადლობის მაგივრად, ამ თანხის სანაგვეში გაქნევას იხილავთ.


შრომისმოყვარეობა

გგონიათ, რომ დაძაბული სამუშაო დღე გაქვთ და მსოფლიოში ყველაზე მეტად მხოლოდ თქვენ იღლებით? იაპონიაში, ყოველი ადამიანი სამუშაოზე ნახევარი საათით ადრე მიდის, ხოლო მისი სამუშაო დღე - 15-18 საათია, შესვენების გარეშე!!! ამასთანავე, ვერც ერთი მუშაკი სამსახურიდან ფეხს ვერ მოიცვლის მანამ, სანამ უფროსი ადგილზეა, არ აქვს მნიშვნელობა, დაუმთავრდა თუ არა მუშაკს სამუშაო, ის თავისი „ბოსის“ წასვლას ელოდება. გასათვალისწინებელი ისიცაა, რომ სამსახურში მისასვლელად, უმრავლესობას სახლიდან რამოდენიმე საათით ადრე უწევთ გამოსვლა, გადატვირთული გზებისა და შორეული მანძილების გამო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი დრო რჩება იაპონელს დასასვენებლად.


„კაროშის სინდრომი“

დაძაბული, დამღლელი ცხოვრების რითმი იწვევს ბევრი იაპონელის უეცარ გარდაცვალებას, პირდაპირ სამუშაო ადგილას, რასაც „კაროშის სინდრომს“ ეძახიან.


საბანკო აპარატები

გგონიათ, რომ მსოფლიოს ყველაზე ტექნოლოგიურ და საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ყვეყანაში ბანკომატები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა? ნურას უკაცრავად! იაპონელები დღესაც კი ნაღდ ფულზე აფანატებენ, ეგერ-აგერ მიმოფანტულ ბანკომატებს კი, უმთავრესად ტურისტები და უეცრად, ნაღდი ფულის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები იყენებენ.


ტელევიზია

ტურისტისთვის ყველაზე დიდ შოკს იწვევს ტელევიზია, რადგანაც, მათზე სულ „ნარკომანული“ სპეცეფექტებით გაჯერებული კულინარული შოუები, იუმორისტული გადაცემები, შეშლილური სიმღერები და ჰენტაი გადის.


მოდა

ამ ყვეყანაში, ყველაზე მოკლე კაბაც კი, რისი წარმოდგენაც არის შესაძლებელი (საცვლის გამოჩენამდე), არ იწვევს გაკვირვებას, მაგრამ - მიუღებელია ღრმა დეკოლტეები...


პუნქტუალობა

მსოფლიოში ყველაზე მოწესრიგებული ყვეყანა იაპონიაა. აქ დაგვიანება, ერთი წუთით განისაზღვრება, რაც ყოვლად დაუშვებელია.


მოწევა

მოწევა იაპონიაში ყველგან შეიძლება, აეროპორტებისა და სარკინიგზო სადგურების გარდა. ამავდროულად, „ბიჩოკისა“ და ფერფლის ქუჩაში დაყრა დაუშვებელია, ხოლო სპეციალური  ურნები კი არ არის. ასე რომ, მწეველი იაპონელები საფერფლეს დაატარებენ.


ჭამა

საკვების მიღება და კერძებზე გამუდმებული საუბრები იაპონელებისთვის ყველაფერზე წინ დგას. ჭამის დროსაც კი, ისენი მხოლოდ მასზე საუბრობენ. ჭამის პერიოდში, რამოდენიმეჯერ oishii (გერმიელია) რომ არ ახსენონ, ეს უპატივცემულობაში ეთვლებათ.


უსაფრთხოება/პატიოსნება/თანადგომა

ტოკიო-ყველაზე უსაფთხო მეგაპოლისია მსოფლიოში. აქ 6 წლის ბავშვიც კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით თავისით გადაადგილდება. პატიოსნება კი უმაღლეს მწვერვალზეა, ხოლო თანადგომა - უპრეცენდენტო. დახმარების თხოვნის შესრულება დიდი პატივი და ბედნიერებაა, ხოლო თხოვნაზე უარი - გულითადი მწუხარება.


პენსია

იაპონიაში ძალიან დაბალი პენსიაა, რომელიც 300 დოლარს შეადგენს. ივარაუდება, რომ იაპონელმა თავად, თავისი შრომით უნდა უზრუნველყოს სიბერე.


ქოლგები ქუჩაში

იაპონიის ქუჩებში დამონტაჟებულია სპეციალური ლარნაკები, რომლებშიც ქოლგებია ჩაწყობილი. წვიმის დროს, მოქალაქეს შეუძლია აიღოს ქოლგა და შემდეგ მისთვის მოსახერხებელ ლარნაკში დატოვოს.


ნაგავი

ამ ქვეყნის ქუჩებში ნაგვის ურნები არ არის, ისევე როგორც ნაგავსაყრელები. იაპონელს ნაგავი სახლში მიაქვს და იქ ანაწილებს 4 სახის სანაგვე კონტეინერში - შუშისთვის, უწვავი ნაგვის, ნაგვისთვის რომელიც იწვება და ნაგვისთვის რომლის გადამუშავებაც შეიძლება. მენაგვეები, მას შემდეგ, რაც ნაგავს წაიღებენ, მას უმალვე ამუშავებენ.


სიმღერა და ხატვა

გგონიათ სიმღერა ნამდვილი ნიჭია, რომელსაც სპეციალური შოუები უნდა მიუძღვნან? ყოველი მეორე იაპონელი კარგი მომღერალი და მხატვარია. ბავშვებს იაპონიაში უპირველეს ყოვლისა ხატვასა და სიმღერას ასწავლიან, ხოლო შემდეგ კი - საუბარსა და წერას.


პოლიცია

ყველაზე პატიოსანი პოლიცია იაპონიაშია. ქრთამის მიცემა, „კაი ბიჭის“ ხსენება და „აბა კარგად შემომხედე“ აქ არ ჭრის. იძიებენ ყველაფერს, საქმეებს შორეულ სარდაფებში არ ინახავენ. პატარა დანაშაულსაც კი 30 დღემდე პატიმრობა მოჰყვება ხოლმე.


მოკლედ:

-კუნძულზე 200-ზე მეტი ვულკანია

-ყველა უნიტაზი აღჭურვილია გათბობითა და წყლის შემფრქვევით

-თეატრალური დადგმები 8 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს

-სიკვდილით დასჯა დღემდე მოქმედია

-ხელმოწერა ამ ქვეყანაში არ აქვთ, მის ნაცვლად საგვარეულო ბეჭედს იყენებენ

-საჩუქრის გახსნა გამჩუქებლის წინაშე - უპატივცემულობაა

-იაპონიაში 50.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება

-იაპონიის მთავარ ქალღმერთად, მზის ქალღმერთია მიჩნეული

-იაპონიაში იყიდება ოთხკუთხედი საზამთროები

-„დაჯღანული კბილები“ მშვენიერების ნიშანია

-იაპონია ქვეყანაა, სადაც ფულის კეთება შეიძლება - არაფრისგან!

-სახლში შესვლამდე, ყოველი იაპონელი ვალდებულია ფეხსაცმელი გაიხადოს

-იაპონელები, ყველაზე თავაზიანები არიან

-იაპონელებისთვის დასვენება არ არსებობს, 4 დღიანი დასვენებაც კი, მათთვის უკვე შვებულებაში გასვლის ტოლფასია

-იაპონელმა, ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გააჩუქოს ფული

-იაპონელები იმდენად სიმართლის მოყვარულები არიან, რომ ყველაფრის სჯერათ

-იაპონელი გოგოები, ბიჭთან დაშორების შემდეგ, თმებს იხუჭავენ

-იაპონიაში არ არსებობს ყველი, არის მისი სახეობა, რომელიც უაღრესად უგემოვნოა.

-იაპონია გამორჩეულია ბუნების სილამაზით

-მანქანის პარკირება ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ხოლო მანქანის დასაყენებელი ადგილის შეძენა, ქალაქის ცენტრში ბინის შეძენის ტოლფასია

-იაპონია, უცხოელისთვის საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ყვეყანაა

 


 

'.$TEXT['print'].'