ლანჩხუთში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა იწყება
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა იწყება

საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში არსებული საფეხბურთო სკოლის ბაზაზე იგეგმება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ უთხრა.

"ძალიან მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. 1700 ბავშვს შეეძლება ვარჯიში, ხოლოო დარჩენა და ღამის გათევა, ანუ სრული საფეხბურთო ცხოვრება 70-მდე ბავშვს. გაკეთდება დამატებით ერთი სტადიონი ხელოვნური მინდვრით, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ვართ მუშაობის ფაზაში და ზუსტად რა, როგორ და როდის , ცოტა ხანში გვეცოდინება" - გვითხრა გამგებელმა.

სფფ- საფეხბურთო აკადემიების დაარსებას ყველა რეგიონში გეგმავს.

გურიიდან ამ პროექტის განხორციელება ლანჩხუთში გადაწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობისათვის საჭირო ფინანსების მოძიება.

როგორც გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით მუჯირი უფროსი, ჩვენთან საუბარში, აცხადებს ჩოხატაურსა და ოზურგეთში საფეხბურთო სკოლები შეიქმნება, სადაც ფეხბურთში ვარჯიში უფასო იქნება: "გაძლიერდება ასევე სკოლებში ფიზკულტურის მასწავლებლების ინსტიტუტი. მათ გადაეცემათ ბურთები და ფორმები, ასევე დაიწყება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში შეჯიბრებები მხარის სკოლებს შორის. ახლა დავასრულე შეხვედრები ფედერაციის ხელმძღვანელებთან, ძალიან ბევრი ახალი გეგმით ჩამოვდივარ გურიაში, შევხვდები ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს და მოვილაპარაკებთ რა, სად და როგორ გავაკეთოთ. მეტი დეტალებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ"-აცხადებს მუჯირი.

'.$TEXT['print'].'