სურსათის ეტიკეტირების საკანონმდებლო მოთხოვნები
ავტორი: გურიის მოამბე
სურსათის ეტიკეტირების საკანონმდებლო მოთხოვნები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აწყობს საინფორმაციო შეხვედრას „სურსათის ეტიკეტირების საკანონმდებლო მოთხოვნები“. შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 19 ივნისს,13:00-15:00 სთ,ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჭავჭავაძის ქ. 14.

ცენტრის თანამშრომლები წარმოადგენენ სასურსათოპროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებსა და სიახლეებს. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართება დასმული საკითხების განხილვა.

ღონისძიებას დაესწრება სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ნინო შეწირული. მოწვეული არიან  ოზურგეთის  ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოების,  მედიისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მეწარმეები. 

შეხვედრაზე დარიგდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცეტრის მიერ მომზადებული ლიფლეტი „სურსათის ეტიკეტი“, რომელშიც შეჯამებულია და თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულისაქართველოს კანონმდებლობის ზოგადი მოთხოვნები და, ასევე, ცალკეულ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით არსებული წესები.

ღონისძიება იმართება ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია: 

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „ტექნიკური რეგლამენტი საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ“, რომლებმაც რძისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების ახალი მოთხოვნები დააწესა. 

მიუხედავად სურსათის ეროვნული სააგენტოს მცდელობისაეტიკეტირების თაობაზე ინფორმაციაფართოდ გაავრცელოს, დღეისათვის მომხმარებლები და  მეწარმეები მაინც არ არიან სათანადოდ ინფორმირებული.ამას, მომხმარებლების მხრიდან შემოსული საჩივრებიც ადასტურებს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის მიზანია ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის  უზრუნველყოფა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. ამ მიზნის მიღწევას პროგრამა ბაზრის მონიტორინგით, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებითა და საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებით ახორციელებს. ცენტრმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ასეულობით სასურსათო პროდუქტი ლაბორატორიულად შეამოწმა. ინფორმაცია დარღვევების შესახებ მიეწოდება საზოგადოებას, სახელისუფლებო სტრუქტურებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება მომხმარებლის კონსულტირებაცაა. მომხმარებლის უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე, ასევე კონსულტაციისათვის მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ პროგრამის ვებსაიტზე წწწ.მომხმარებელი.გედა ამავე დასახელების ფეისბუქის გვერდზე.ასევე, დარეკონ მომხმარებლის ცხელ ხაზზე 2194242.

'.$TEXT['print'].'