"თუ ზუსტია ის ინფორმაცია, რომელიც ნიკა გვარამიამ დადო თავის გვერდზე"...
ავტორი: გურიის მოამბე
"თუ ზუსტია ის ინფორმაცია, რომელიც ნიკა გვარამიამ დადო თავის გვერდზე"...

- თუ ზუსტია ის ინფორმაცია, რომელიც ნიკა გვარამიამ დადო თავის გვერდზე, რომ ივანიშვილს ინსულტი აქვს (გვარამია კი გადაუზუსტებელ ინფოს არ დადებდა), გამოდის, რომ ივანიშვილი დიდი ხნით გამოეთიშა პოლიტიკას. შეიძლება სამუდამოდაც. ეს დამოკიდებულია მისი მდგომარეობის სიმძიმეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ ექვსი თვე, მისთვის აკრძალული იქნება ნერვიულობა და გადაღლა. 
ვერაფერს კარგს ვხედავ ამაში. ასეთი მძიმეწონოსანი მოთამაშის მოულოდნელი გამოთიშვა გამოიწვევს სატაბილურობის დარღვევას და თამაშის წესების გადახედვას. გარდა ამისა, მისი ადგილი დიდხანს ვერ დარჩება ცარიელი.

სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს არც სამოქალაქო საზოგადოება და არც ერთი რომელიმე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მართვას ხელში აიღებს. შესაბამისად, გათავისუფლებულ სივრცეს კვლავ დაიკავებს ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომელიც მაქსიმალური ძალაუფლებისა და ფულის მობილიზებას მოახერხებს. ასეთად, ამ მოცემული მომენტისათვის, მხოლოდ კალაძეს მოვისაზრებ. სამწუხაროდ, ის ბიძინაზე უარესი ვარიანტი მგონია.
P.S. იმედია ოლბრაიტის ვიზიტი არ იყო შემთხვევითი. თუმცა ეს მხოლოდ იმედია...

მამუაკა გამყრელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია".

'.$TEXT['print'].'