"მოკვდებიან ყველანი, ვინც მაგის ფულზე იჯდა... არაადამიანები, უნამუსოები, არამზადები"!
ავტორი: გურიის მოამბე
"მოკვდებიან ყველანი, ვინც მაგის ფულზე იჯდა... არაადამიანები, უნამუსოები, არამზადები"!

"ნიუპოსტი" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელთან გიორგი უძილაურთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამჟამად კი მან ტელეფონი გათიშა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, ექსპრემიერმა ინსულტი მიიღო.

"ნიუპოსტი" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელს გიორგი უძილაურთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამჟამად კი მან ტელეფონი გათიშა.

ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ექსპრემიერის ოჯახის ახლობელს თემურ ჭკუასელს ვესაუბრეთ. დეპუტატის თქმით, საქართველოში დილით ჩამოვიდა და გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტისგან შეიტყო.

"ინფორმაცია არ მაქვს, უცხოეთიდან დილით ჩამოვფრინდი, ჯერ საერთოდ აზრზეც არ ვარ მოსული ასე რომ ვერაფერს გეტყვით"- აღნიშნა ჭკუასელმა.

"ნიუპოსტი" ივანიშვილებთან დაახლოებულ კიდევ ერთ ადამიანს ესაუბრა. მსახიობი გურანდა გაბუნია ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად დაურეკავდნენ.

"იქ იმდენი ხალხია, ჩემი ახლობლები, ვინც მასთან მუშაობს, ესეთი რამ რომ ყოფილიყო დამირეკავდნენ და მეტყოდნენ. იციან, რომ თუ რამეა, მე ტანკისტივით ვდგები. მაგრამ ხალხს, ხომ ცუდი უფრო უყვარს, ვიდრე კარგი, ამიტომ გაუხარდათ - ბიძინა იქნებ მოკვდეს და გაჭირვებულმა საქართველომ ამოისუნთქოს, მოკვდებიან ყველანი, ვინც მაგის ფულზე იჯდა... არაადამიანები, უნამუსოები, არამზადები! არავინ არაფერი იცის."- თქვა "ნიუპოსტთან" მსახიობმა.

"ნიუპოსტი" ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელთან დაკავშირებას ამ წუთებშიც ცდილობს. ოფიციალური განცხადების მოპოვებისთანავე ინფორმაცია ჩვენ ვებ-გვერდე დაიდება.

'.$TEXT['print'].'