ბერა მამის ჯანმრთელობაზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი: გურიის მოამბე
ბერა მამის ჯანმრთელობაზე განცხადებას ავრცელებს
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი, მამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებას ბერა ივანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ბერა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მას უამრავი ზარისთვის პასუხის გაცემა უწევს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, საჭიროდ ჩათვალა, რომ განცხადება გაეკეთებინა. ბერა ივანიშვილი მამის ავადმყოფობას არ ადასტურებს და წერს: ”დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან... მუდამ თქვენი ბერა P.S. გილოცავთ მამის დღეს”, - წერს ბერა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მისი გერმანიაში გადაყვანა გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაცია "ქართუს" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გუშინვე უარყო და განაცხდა რომ ის კარგად არის და საქართველოშ იმყოფება.


'.$TEXT['print'].'