"დღეს ქართულ ოცნებაში ყველაფრის გამპრავებელი მაჟორიტარი დეპუტატები არიან"
ავტორი: გურიის მოამბე
"დღეს ქართულ ოცნებაში ყველაფრის გამპრავებელი მაჟორიტარი დეპუტატები არიან"
"ჩვენი, ქართველი მაჟორიტარები არ არიან კლასიკური გაგებით პოლიტიკოსები. ესენი არიან ე.წ. მიგრაციული დეპუტატები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა არ ეფუძნება ფასეულობათა სისტემას. მათი მოღვაწეობა შემოიფარგლება საკუთარი პირადი ინტერესების ლობირებით და ამ ინტერესების რეალიზაციისთვის პოლიტიკის გამოყენებით. 

 შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული, მაჟორიტარი დეპუტატები პარტიიდან პარტიაში გადადიან და ხელისუფლებასთან შედიან გარიგებებში. ეს გახლავთ ადამიანების კოჰორტა, რომლებიც სააკაშვილის დროს 7 ნოემბრის და 26 მაისის უბედურებას აპრავებდნენ. ასეთი ყველაფრის გამპრავებელი მაჟოროტარები დღეს ”ქართულ ოცნებაში” არიან. ამ მოცემულობის პირობებში ჩვენს მაჟორიტარებს მაინცდამაინც მაჟორიტარობა კი არა, მზის ქვეშ საკუთარი პოლიტიკური ხელშეუხებლობისა თუ ბიზნესსაქმიანობისთვის ადგილის შენარჩუნება სურთ. 

შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დარჩება თუ არა, ეს ვაჭრობის თემაა და არ ვიცი, ხელისუფლება როგორ დააკმაყოფილებს ”ქართულ ოცნებაში” შემავალი კონკრეტული მაჟორიტარების ამბიციებს, ანუ ვის რა ლუკმას შესთავაზებს და დაკმაყოფილდებიან თუ არა ისინი. 
ფაქტია, რომ მაჟორიტარული სისტემის არსებობა-არარსებობის საკითხი არ არის სახელმწიფობრივი განვითარების თემა, არამედ გახლავთ კონკრეტულ ადამიანებთან ბანალური ვაჭრობის თემა. ვაჭრობის შედეგების შესახებ გავიგებთ მაჟორიტარების აღშფოთება გაგრძელდება თუ ”ცხოვრება მშვენიერია”-აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი, გია ხუხაშვილი "ინტერპრენიუსთან" საუბარში. 

'.$TEXT['print'].'