„მგონია, რომ ეს ყველას აწუხებს, საერთოდ ყველას“-რაზე წუხან ახალგაზრდები
ავტორი: გურიის მოამბე
„მგონია, რომ ეს ყველას აწუხებს, საერთოდ ყველას“-რაზე წუხან ახალგაზრდები

პრობლემები, რომლებიც  აწუხებს ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს.

უმუშევრობა, განათლების დაბალი დონე, წიგნისადმი გულგრილი დამოკიდებულება, სიახლეებისადმი არადამახასიათებელი მიდგომები ინტერნეტის ეპოქაში.

ბლიც ინტერვიუ „ფეისბუკით“, სტუმარი ლუკა სებისკვერაძე, 19 წლის, სტუდენტი.

- ლუკა, რაა ის პრობლემა ან პრობლემები, რომლებიც ყველაზე ძალიან გაწუხებს?

- ვერ გეტყვი ყველაზე მეტად რომელი პრობლემა მაწუხებს, ასეთი ბევრია, მაგრამ შემიძლია გავიხსენო ბოლო დროს ნანახიდან რამ შემაწუხა და რაზე ვფიქრობდი. ამ რამდენიმე დღის წინ, მეგობართან ავდიოდი სახლში, სადარბაზოში, პირველივე საფეხურზე იჯდა დაახლოებით 50 წლის ქალი. თვალებს ძლივს ახელდა, მივედი და ვკითხე, რაში იყო საქმე; თურმე, საავადმყოფოში მისულა ფეხზე რენტგენის გადასაღებად და იმის გამო, რომ 25 ლარი არ ჰქონდა, უკან გამოუშვეს. მის მუხლს რომ დავხედე, ძალიან შევწუხდი ისეთ მდგომარეობაში იყო. მგონია, რომ ეს ყველას აწუხებს, საერთოდ ყველას.

- რა მხრივ აწუხებს ეს პრობლემა ყველას?

- ბევრი ისეთი ოჯახია საქართველოში, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის პირად ექიმთან მისვლა და თვეში გარკვეული რაოდენობით ფულის  გადახდა, ამ დაზღვევის გარეშე თანხის გადახდა რაღა სახსენებელია. აი, ნორმალურ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ ავიღოთ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნა, ჯერ გმკურნალობენ, შემდეგ გეკითხებიან ფული გაქვს თუ არა; თუ არ გაქვს, შენს ხარჯს სახელმწიფო იხდის.

- ჩვენ შემთხვევაში, რაში გვეხმარება სახელმწიფო?

- ჩვენ შემთხვევაში, ჩემი აზრით, სახელმწიფო გვეხმარება იმაში, რომ მოხდეს ყველაფერი ისე,როგორც სახელმწიფოსთვის იქნება უკეთესი. მაგალითად, არსებობს ასეთი საიტი, manifest.ge, სადაც შეგიძლია შექმნა მანიფესტი ნებისმიერი პრობლემის შესახებ და თუ გარკვეული რაოდენობის ხმა დაგროვდება, ეს კოლექტიური თხოვნა მიაღწევს უმაღლეს ხელისუფლებამდე. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ.

-  მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის. საჭიროა თუ არა ხალხამდე მივიდეს ეს ინფორმაცია და თუ კი, რა გზით უნდა მოხდეს მისი გავრცელება?

- რა თქმა უნდა, საჭიროა და ყველაზე მარტივი გზა ინფორმაციის გასავრცელებლად დღესდღეობით, სოციალური ქსელია.

ავტორი:  მარიამ  მუჯირი

 

 

'.$TEXT['print'].'