ხომ არ ფიქრობთ, ბესელია არ შეეცდება კარის ფრეილინა გახდეს-ქართველი ემიგრანტი
ავტორი: გურიის მოამბე
ხომ არ ფიქრობთ, ბესელია არ შეეცდება კარის ფრეილინა გახდეს-ქართველი ემიგრანტი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, დოდონა კიზირია, დღეს, საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის პოზიციას გამოეხმაურა, სადაც საუბარია საკონსტიტუციო მონარქიაზე: 

""ღვთის წყალობით მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში", - განაცხადა დღეს ილია მეორემ. 

" ეს ორი დღეა ფბ აივსო ჰიპოტეზებით იმის შესახებ თუ რა მოხდა სინამდვილეში
1. ბორია ივანაშვილი გაიქცა და იმალება;
2. "გვტესტავენ" რა რეაქცია გვექნება;
3. რაღაც ცუდი რამ აქვს დაგეგმილი;
და სხვა.

ჩემთვის შორენას სრულ განკარგულებაში მყოფი პატრიარქის აბუტბუტება მონარქიაზე და ქოცების უეცარი აჟღურტულება ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ნიცშეს მჭერმეტყველი ოპონენტი მასთან პირისპირ შეხვედრას აპირებს კამათის გასაგრძელებლად.

P.S. რაც შეეხება ტახტის მემკვიდრეს, პრობლემა არ არის, მათი ცვენა იქნება. იქეთ რაინდი ვასაძე, აქეთ თარხან-მოურავი (მეფე არ დარჩა საქართველოს ისტორიაში, ვინც მისი ნათესავი არ არის), მათ შორის კი პრეტენდენტების მთელი ჯარი. არა მგონია ეს პროექტი განხორციელდეს, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ აი, მაშინ ნახეთ ბიუჯეტის თქვლეფა. ის რაც დღეს ხდება ეკონომიური მომჭირნეობის მოდელი იქნება. დაფაცურდნენ ქოცები ადგილის შესავსებად.

ხომ არ ფიქრობთ ბესელია არ შეეცდება კარის ფრეილინა გახდეს,  მაგრამ ამ ქრთამებით გასიებულს მაინც შეშფოთება აწერია სახეზე. ეხლა მათთვის ყველაფერი "საინტერესო" იქნება, მონათმფლობელობის შემოღებაც კი, მითუმეტეს, რომ ეს ფაზა სათანადოდ არ განვითარებულა საქართველოში. მთავარია, ბიუჯეტის თქვლეფაში არ შეეშალოთ ხელი.და რამდენი კიდევ სხვა. ლალი ბადურაშვილისნაირებიც არ დაგავიწყდეთ.

არა, ისე მაგარი სანახაობა იქნებოდა, რაც მართალია, მართალია".

დოდონა კიზირია. ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორი. 

'.$TEXT['print'].'