დავით ნებიერიძე: ყოჩაღ ჭორვილელო ფადიშაჰო!
ავტორი: გურიის მოამბე
დავით ნებიერიძე: ყოჩაღ ჭორვილელო ფადიშაჰო!

"ბოლო პერიოდის მედიას თუ გადავხედავთ სადაო არ იქნება, რომ აღარავის ახსოვს მოქალაქეთა გაუსაძლისი მატერიალური, სოციალური მდგომარეობა. თუმცა, ამ ფაქტის ორგვარად შეფასება შეიძლება. მოდით ჯერ რომანტიკოსობას ვცდი და ვიტყვი, რომ მაღალი შგნების მქონე საქართველოს მოსახლეობამ შიმშილის წინ ფუნდამენტური ფასეულობები დააყენა და მათი ბოლომდე დაცვის მიზნით აღარ იხსენებს ცარიელ მაცივარს. მეორე ვარიანტია - ყოჩაღ ჭორვილელო ფადიშაჰო! ისეთი თანმიმდევრობითა და ინტენსიობით ჩაუნაცვლა ხალხს შიმშილი სანახაობით, რომ ციანიდი, წამლის ჩადება და გატაცებული ადამიანებისთვის თავზე ჩამოსაცმელი "მეშოკი" პირველადი მოხმარების პროდუქტად იქცა წილხვედრილში. 
ბაგრატიონების კორონაციისადმი მიძღვნილ ბანკეტზე ჩემი დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ. ერთი წლის სამყოფად მაინც გავძღები. რა იცი, კიდევ რა უფრო დიდი უბედურება გველის წინ"?!

დავით ნებიერიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია".

'.$TEXT['print'].'