მიხეილ სააკაშვილის 7 პიჯაკი_ყოფილი პრეზიდენტი მისი დევნის თემით დაინტერესებულ პირებს მიმართავს
ავტორი: გურიის მოამბე
მიხეილ სააკაშვილის 7 პიჯაკი_ყოფილი პრეზიდენტი მისი დევნის თემით დაინტერესებულ პირებს მიმართავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისა და სასამართლოს მიერ მისი დევნის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და კორუფციული გარიგებების კვალის პოვნის ნაცვლად, 7 პიჯაკის პოვნით დამთავრებულ საქმეზე წერს: 
მათთვის ვინც ინტერესდება სასამართლოს მიერ ჩემი დევნის შესახებ საქართველოში, საინტერესოა იცოდეს, რომ რაც მოვასრულე პრეზიდენტობის ორი ვადა და მივიღე შემოთავაზება ამერიკიდან პედაგოგიური საქმიანობის დაწყების შესახებ, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც გაზპრონის უმსხვილესი აქციონერი, ივანიშვილი მეთაურობს
დაიქირავა ათობით გადამდგარი პროკურორი: ამერიკიდან, ინგლისიდან, ისრაელიდან, რომ მოეძებნათ მთელს მსოფლიოში ჩემი კორუფციული გარიგებების კვალი
ერთი წლის შემდეგ( უშედრგო ძებნისა) იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ კონკრეტული კორუფციული სქემები ბუნებაში არ არსებობდა. მაშინ საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა ყველა ოფიციალური, პტეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები გამოეცხადებინათ არაკანონიერად.
ეს ბრალდებები ეხება მაგ : 28 ევროიან აბანოს მომსახურებას. ( პრეზიდენტ იუშენკოს ვიზიტი) გუშინ, 2 წლის პაუზის შემდეგ, სასაქართველოში ჩაატარეს სასამართლო 7 პიჯაკის შესახებ, რომელიც შეძენილი იყო ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტებისთვის. ფოტო ამ პიჯაკების და იმ შეხვედრებისა ინახება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში"-წერს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე. 
'.$TEXT['print'].'