ვერავინ გაუწევს კონკურენციას გიორგი პატარას-გიორგი ბაგრატიონი
ავტორი: გურიის მოამბე
ვერავინ გაუწევს კონკურენციას გიორგი პატარას-გიორგი ბაგრატიონი

უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორის სიმონ კოპაძის განცხადებით, ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტია საკონსტიტუციო მონარქიის დაკანონებაა.
ამ შემთხვევასი კოპაძის თქმით, ტახტის ერთადერთი მემკვიდრე გიორგი პატარა ბაგრატიონი იქნება.

,,არ არსებობს ქვეყანაში ტახტის რამდენიმე მეკვიდრე. ერთადერთი პრეტენდენტი და ვერავინ გაუწევს კონკურენციას გიორგი პატარას, რომელიც არის 5 წლის და 6 წლის ხდება, ის არის ნუგზარ და დავით ბაგრატიონის ერთის შვილი და მეორის შვილიშვილი.
ის არის უფლისწული და ის პატრიარქმა მონათლა 2013 წლის ნოემბერში და ამაზე კამათი არ არის.“-ამბობს კოპაძე ,,პირველ რადიოსთან“.

მისი თქმით, თუ გვინდა ქვეყნის სტაბილური განვითარება, საკონსტიტუციო მონარქია არის ყველაზე კარგი გზა, ხოლო ,,რესპუბლიკაში სულ ქაოსში ვიქნებით".

'.$TEXT['print'].'