მუზეუმის დაქცევაც დაიწყო?- მერის სურვილებს გადაყვა უნიკალური ექსპონატები
ავტორი: გურიის მოამბე
მუზეუმის დაქცევაც დაიწყო?- მერის სურვილებს გადაყვა უნიკალური ექსპონატები

_ უნიათო მართვის გამო ისტორიულ მუზეუმში შექმნილი ვითარება მალვის და ჩქმალვის რეჯიმს სცდება, სააშკარაოზე გამოდის. მუზეუმის ფასადზე ვიტრაჟების გამოჭრა გახდა საბაბი იქ განხორციელებული“რეორგანიზაციისა“,რომლის შედეგადაც თანამშრომელთა 45% გაათავისუფლეს.10 ივნისს მოსული არცთუ უხვი ნალექის გამო დაზიანდა ხელნაწერთა ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი და საფრთხე შეექმნა ძირითად ფონდსაცავს.

2016 წლის დეკემბერში მუზეუმის მოქმედი ექსპოზიციის ჩამოხსნა მოხდა დირექტორის მოადგილის---მანანა მენაბდის მიერ ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე.სწორედ მისი მეცადინეობით იქნა მონგრეული შენობის მუზეუმისათვის განკუთვნილი ნაწილის ფასადებიც(თუმცა არ არსებობს „ვიტრაჯებისათვის“არც პროექტი და არც თანხა).ეს ქმედება 
მ.მენაბდის მიერ იმთავითვე იყო გამიზნული დარბაზის მსახურის ოთხი შტატის გასაუქმებლად(ოთხიდან ორი ან ერთი შტატიც რომ დარჩენილიყო,მოუწევდათ ჩემი,როგორც თანამშრომლის შენარჩუნება),რადგანაც ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვით ადრე ქალაქის მერთან ჩემი მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამო დირექტორის მოადგილე თავს ვალდებულად თვლიდა „დამსაქმებლის წინაშე“,რომ მისდამი დაქვემდებარებული სამსახური მერისთვის სასურველი კადრებით დაეკომპლექტებინა.
მერის სურვილებს გადააყოლა უნიკალური ექსპონატები და ვინ იცის,კიდევ რამდენ სიავეს მოუტანს მისი მმართველიბა მუზეუმს?!აკი ყველა გვაყვედრიდა,სადაც მივიდა იქაურობა დააქციაო!?“ 
მაია თოხაძე,  მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი. 

მაია თოხაძის თქმით, მან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება,  სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა და იმედოვნებს, რომ ის მუზეუმში დაბრუნებას შეძლებს. 

ცნობისთვის, მუზეუმიდან განთავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. ისინი დირექტორის გადაწყვეტილებას არაკანონიერად ცნობდნენ და როგორც უკანონოდ გათავისუფლებულები სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ. ოზურგეთის სასამართლომ, მხოლოდ ერთი მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილა და სამსახურში ქეთევან ჭეიშვილი აღადგინა. დანარჩენ ორს კი , მათ შორის მაია თოხაძეს უარი ეთქვა. 

'.$TEXT['print'].'