ეს უკვე მეტისმეტია-„მერცხალის“ პრეზიდენტი ყოფილი დირექტორის ბრალდებებს პასუხობს
ავტორი: გურიის მოამბე
ეს უკვე მეტისმეტია-„მერცხალის“ პრეზიდენტი ყოფილი დირექტორის ბრალდებებს პასუხობს

გაზეთ „გურიის მოამბეში“  დაიბეჭდა „მერცხალის“ სტადიონის უოფილი დირექტორის, მურთაზ აბაშიძის ცილისმწამებლური წერილი, რომელიც ეხებოდა, ს/კ მერცხალში მიმდინარე პროცესებს, რასაც, არ შეიძლება არ ვუპასოხო.

 სტატიის ავტორი წერს: ,,მერის, ბეგლარ სიორიძისა და სტადიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მითითებით აიღეს ტრიბუნა, ჩამოხსნეს ტაბლო, დაშალეს სპორტდარბაზი და გაყიდეს. თანხა კი, რომელიც სტადიონის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, არავინ იცის რაში დაიხარჯა’’

აბაშიძის მხრიდან ჩვენი მისამართით წაყენებულ ბრალდებებს პუნქტობრივად ვუპასუხებ:

1 აიღეს ტრიბუნა

- ტრიბუნას, რომელიც ამორტიზირებული იყო, კუთხოვანები ნახევრად დამწვარი ჰქონდა, სასიარულო ბილიკების ნაწილი მოჭრილი და წაღებული იყო,  ჩაუტარდა დემონტაჟი. რომელიც ვარგისიანი იყო, გამოვიყენეთ დასავლეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნების შესავსებად. დარჩენილი ნაწილი ინახება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის სამეურნეო ეზოში.

2 ჩამოხსნეს ტაბლო

საკითხავია, რომელიმე დროში ის ტაბლო ამუშავდებოდა?

3 დაშალეს სპორტდარბაზი.

სპორტდარბაზის დაშლის დროს გამარჯვებული ფირმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მცირე მიწისძვრასაც კი შეეძლო შენობა დაენგრია, იმდენად სერიოზულად იყო სახურავი დაზიანებული.

4. რაში დაიხარჯა ეს ფული?

დაშლილი სპორტდარბაზის  ადგილას კეთდება ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, რომელიც გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები.

რაც გაკეთდა იმაში სასაყვედურო არაფერია. მკითხველს კი შევახსენებ, თუ რა გაკეთდა ოზურგეთის ც/სტადიონზე ამ ორწლინახევრის განმავლობაში.

სტადიონზე, მაყურებლისათვის დასაჯდომი სკამები ფაქტობრივად არ არსებობდა. Aამ პერიოდში შეკეთდა და ნაწილობრივ შეიღება ტრიბუნები, დამონტაჟდა ხელსაბანები და უნიტაზები, გაკეთდა ფეხბურთელთა გარდერობი, მთლიანად შეიცვალა ელგაყვანილობა, გადაიხურა გვირაბი, რომელიც შეთეთრდა.

შეიცვალა სტადიონის გარე ინტერიერი, არსებული მავთულღობე შეიცვალა ახლით, შეიღება და გალამაზდა ლოჟა (თუ ამას ლოჟა ჰქვიოდა). სრულად გარემონტდა. შეიღება. ჩაისვა ახალი კარები. გაკეთდა ახალი ელგაყვანილობა.

-ძველი ფილები, რომელიც სტადიონის შესასვლელთან იყო აკრული და სიძველისგან დაბლა ცვიოდა, ჩამოიხსნა და შებათქაშდა.

-ლოჟის ასასვლელში გაკეთდა ხელსაბანი და ტუალეტი, რომლის არქონა უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა მასპინძლებს.

-გადავხურეთ საქვაბე. მთლიანად შევცვალეთ ელგაყვანილობა შევიძინეთ მეორე ავზი წყლის გასაცხელებლად.

არ ვიცი ადრე როგორ ხდებოდა, მაგრამ, ჩემი აქ მოსვლის შემდეგ, პრობლემის წინაშე დავდექი მინდვრის მორწყვასთან დაკავშირებით.  ცენტრალური მაგისტრალიდან შემოვიყვანეთ ახალი ხაზი, ახლა მინდორი ირწყვება 3 პოზიციიდან.

-საქართველოს  ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, შარშან ცენტრალურ სტადიონს გაუკეთდა რეაბილიტაცია სპეცქტექნიკის დახმარებით, იგივე ჩაუტარდება ზაფხულის ბოლოს.

-სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის იანვარში საჩუქრად გადმოგვცა გერმანული წარმოების ბალახის საჭრელი მანქანა ,,მინირაიდერი’’.

მგონი საკმარისზე მეტია გაკეთებული და ეს მარტო ჩემი შრომის შედეგი არაა.   არ მიყვარს დითირამბები, მაგრამ ამ საქმის უკან, სწორედ ბეგლარ სიორიძეა.

თვითკმაყოფილება არ დამუფლებია, გასაკეთებელს რა გამოლევს უამრავია და ღვთის შეწევნით ვეცდები გავაკეთო, უბრალოდ უსაფუძვლო და დაუმსახურებელ ბრალდებებზე არ შემეძლო არ მეპასუხა.

მამუკა გოგუაძე. ს/კ „მერცხალის“ პრეზიდენტი

თავად გაეცანით განცხადებას, თუ რაც სთხოვდა მურთაზ აბაშიძე ქალაქის მერს, ბეგლარ სიორიძეს:

 


'.$TEXT['print'].'