გოგოტიშვილი:"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან ვინც არ აფრიალებს რუსულ დროშას"
ავტორი: გურიის მოამბე
გოგოტიშვილი:"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან ვინც არ აფრიალებს რუსულ დროშას"

“ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის თამარ ნადირიძის განცხადებას ეხმაურება.

"ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა იმ ოპოზიციური ძალასთნ, ვინც არ აფრიალებს რუსულ დროშას. მაგრამ პრობლემა არაა ვიბრძოლოთ იმ ადამიანებთან ერთად ვინც გუშინ სხვა პარტიის წარმომადგენელი იყო და დღეს სხვა ღირებულებებს ცემს პატივს. რადგანაც ადამიანების ცხოვრებაში დგება დრო და ეტაპი, როდესაც შეიძლება შეხედულება შეიცვალოს და თუ მათი ხედვა დღეს მიმართულია ევროპული, ცივილიზებული ფასეულობებისკენ ამ შემთხვევაში ჩვენ კონსულტაციები გვექნება ყველა პატრიოტ ადამიანთან და პოლიტიკურ ძალასთან, რომ ვითანამშრომლოთ, გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალებით მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის. ხოლო იმ ადამიანებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ვისთვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, მათთან ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ"-წერს გოგოტიშვილი.

ცნობისათვის: "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერმა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თამარ ნადირიძემ, რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომელშიც ოპოზიციას მოუწოდა სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის.

'.$TEXT['print'].'