"... რამდენი ცხრაწელიც არ უნდა მირტყათ თავში"!
ავტორი: გურიის მოამბე
"... რამდენი ცხრაწელიც არ უნდა მირტყათ თავში"!

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის გარდა რა მაკვირვებს სერიოზულად და ის, რომ აი, როცა ხედავ რომ ტიპი არის უვიცი, სულელი და უუნარო, მაგრამ გინდა რომ იყოს ჭკვიანი და მაგარი და ამის გამო მის უვიცობას, სისულელეს და უუნარობას შეძლებისდაგვარდ ჩქმალავ, ხან ტაქტიკურ ნაბიჯში უთვლი, ხან ტექნიკურ შეცდომაში, ის კი აგრძელებს სისულელეებს და რახან ვერ იმეტებ, ბოლოს იმაზეც თანახმა ხარ, ჯანდაბას მაგარი ნუ იქნება, მანიაკი და სადისტი ხომ მაინც არ არისო და თავს ისულელებ თითქოს სხვა ყველა მანიაკი და სადისტია მის გარდა, მაგრამ მაინც არაფერი რომ არ შველის და სულ უფრო მეტ სისულელებს რომ სჩადის და სულ უფრო ხშირად, აი ამის მერე რატომ უნდა წახვიდე და არჩევნებში მაინც ამ ტიპს რატომ უნდა მისცე ხმა, არანაირად არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ, რამდენი ცხრაწელიც არ უნდა მირტყათ თავში!

დავით ზურაბიშვილი, 'რესპუბლიკური პარტია", საკრებულოს დეპუტატი. 

'.$TEXT['print'].'