"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი"-"რეალის" ყოფილი მწვრთნელი დავით ყიფიანზე
ავტორი: გურიის მოამბე
"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი"-"რეალის" ყოფილი მწვრთნელი დავით ყიფიანზე

დავით ყიფიანის სახელი ყველა ქართველისთვის კარგადაა ცნობილი. იგი დამსახურებულად ითვლება საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად. ქართველ ლეგენდას არც საერთაშორისო დაფასება აკლდა, მისი საფეხბურთო ტალანტი მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვუიადინ ბოსკოვმაც აღიარა.

"20 წელია მწვრთნელად ვმუშაობ და ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელთან მომიხდა შეხება, ბევრმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და გამაოცა, თუმცა ისე არავის გავუკვირვებივარ, როგორც ალფრედო დი სტეფანომ, იოჰან კურიფმა და დავით ყიფიანმა მოახერხეს ეს. მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად ვთვლი". - განაცხადა ბოსკოვმა 1982 წელს.

იუგოსლავიელი სპეციალისტი მადრიდის "რეალს" 1979-1982 წლებში ავარჯიშებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის "დინამო" ევროპაში საკუთარ სიტყვას რიხიანად ამბობდა. სწორედ ამ პერიოდში ჩემპიონთა თასზე თბილისურმა გუნდმა ჯერ "ლივერპული" დაამარცხა, ხოლო 1981 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. დავით ყიფიანი იმ ფორმაციის "დინამოს" ნამდვილი ლიდერი იყო და როგორც ცნობილია, მას "რეალი" კონტრაქტსაც სთავაზობდა.

რაც შეეხება ბოსკოვს, "რეალთან" ერთად მან ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. 

http://footballnews.ge

'.$TEXT['print'].'