ყველაზე გიჟური საჩუქარი ბავშვს, თანაც Volvo-სგან, რომელიც რეკორდების წიგნში შევიდა
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
ყველაზე გიჟური საჩუქარი ბავშვს, თანაც Volvo-სგან, რომელიც რეკორდების წიგნში შევიდა

ვოლვო არ ეშვება სატვირთო ავტომობილებით გართობას და ამჟამად თავის თავს იმდენად გადაახტა, რომ გინესის რეკორდების წიგნშიც კი ამოჰყო თავი.

ამბავი აშშ-ი მოხდა, სადაც ვოლვომ, სამი წლის ბავშვს, რომელიც სატვირთო ავტომობილების "პატარა გიჟი" გახლავთ, საჩუქრად, სრულზომიანი სატვირთო ავტომობილი ჩაუტანა, რომელიც სასაჩუქრე ყუთში "იდგა".

საჩუქრის გახსნა გინესის რეკორდების წიგნმა დააფიქსირა, როგორც ყველაზე მასშტაბური ისტორიაში. მისი სიგრძე 24 მეტრია, მასში მოთავსებული სატვირთო კი, Volvo VNL 760-ია, რომელშიც განთავსებულია გასართობი საშუალებები და მაცივარი წვენებისთვის.

 

::: იხილეთ ვიდეო :::

 

 

'.$TEXT['print'].'