ოზურგეთის "მერცხალმა" სპარინგი რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებთან გამართა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "მერცხალმა" სპარინგი რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებთან გამართა

საქართველოს რეგიონალლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც თავისთავად შშმ პირებითაა დაკომპლექტებული, ბათუმში შეხვდა, სადაც რუსები, შშმ ნაკრებებს შორის, მსოფლიო ჩემპინატისთვის ემზადებიან .

მატჩი  რუსეთის გამარჯვებით 5-0 დასრულდა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას რუსები ფლობდნენ, რაც, საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

რუსეთის შშმ ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც წარმოშობით ქართველია, სოკი-ის გადაწყვეტილებით, დოპინგური სკლანდალის გამო ოლიმპიური ასპარეზობებიდან დისკვალიფიცირებულია, რაც სხვა საერთაშორისო ტურნირებზეც ვრცელდება.

თუმცა, რუსები იმედოვნებენ, რომ დისკვალიფიკაცია ნაკრებს მოეხსნება და მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიეცემათ.

'.$TEXT['print'].'