ოპოზიცია:"ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების ფეხბურთზე ზრუნვის შედეგი"
ავტორი: გურიის მოამბე
ოპოზიცია:"ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების ფეხბურთზე ზრუნვის შედეგი"

რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებთან ოზურგეთის მერცხალი 0:5 დამარცხდა

როგორც ოზურგეთის მერცხალის გულშემატკივარი გულწრფელად ვულოცავ რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებს გამარჯვებას, ფეხბურთში დამარცხებულის მხრიდან გამარჯვებულისათვის მილოცვა ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ, ნამდვილად ორმაგად პატივსაცემია ის ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი უმძიმესი ტრამვებისა სპორტშია ჩაბმული.

მათი წვლილი ამ შემთხვევაშიც დასაფასებელია, რადგანაც რეალურად დაგვანახეს ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების ფეხბურთზე ზრუნვის შედეგი. რომელთა მხრიდან ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვის ყველაზე ნათელი მაგალითი გახლავთ ოზურგეთის სტადიონზე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი სპორტდარბაზის დაშლა და მთლიანობაში ერთი ბეტონის ფილის ფასად გაყიდვა, მერე კი სახალხოდ ერთმანეთისათვის თავპირისდამტვრევა მოგების განაწილებაზე (არაფერს არ ვამბობ სტადიონზე გამართულ არაფორმალურ/ქუჩურ შეხვედრა/გარჩევებზე).

სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ რუსეთის პარაოლიმპიური ნაკრები 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

'.$TEXT['print'].'