რუსეთის შშმ ნაკრებმა ბათუმის "დინამოც" დაამარცხა
ავტორი: გურიის მოამბე
რუსეთის შშმ ნაკრებმა ბათუმის "დინამოც" დაამარცხა

როგორც ბათუმში მყოფი ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც თავისთავად შშმ პირებითაა დაკომპლექტებული, ბათუმის "დინამო 2" ბათუმში შეხვდა, სადაც რუსები, შშმ ნაკრებებს შორის, მსოფლიო ჩემპინატისთვის ემზადებოდნენ .

მატჩი  რუსეთის გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას რუსები ფლობდნენ, რაც, საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

რუსეთის შშმ ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც წარმოშობით ქართველია, სოკი-ის გადაწყვეტილებით, დოპინგური სკლანდალის გამო ოლიმპიური ასპარეზობებიდან დისკვალიფიცირებულია, რაც სხვა საერთაშორისო ტურნირებზეც ვრცელდება.

თუმცა, რუსები იმედოვნებენ, რომ დისკვალიფიკაცია ნაკრებს მოეხსნება და მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიეცემათ.

რუსები 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონები არიან.

რამდენიმე დღის წინ რუსთა შშმ ნაკრებმა ბათუმში კიდევ ერთი ქართული კლუბი - რეგიონბალლიგის ოზურგეთის "მერცხალი" 5-0 დაამარცხა.

 

'.$TEXT['print'].'