"თუ თქვენ რაღაც პირდაპირ არ გეხებათ, არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც თქვენ თავში არ ჩაგარტყამთ"
ავტორი: გურიის მოამბე
"თუ თქვენ რაღაც პირდაპირ არ გეხებათ, არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც თქვენ თავში არ ჩაგარტყამთ"

სიბრძნე იგავისა

ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ პატრონმა მას ხაფანგი დაუგო. თაგვმა ამის შესახებ ქათამს, ცხვარს და ძროხას მოუყვა, მაგრამ ყოველმა მათგანმა უპასუხა: "ხაფანგი ეს შენი პრობლემაა, ჩვენი ის არ გვეხება!"
მოგვიანებით ხაფანგში გველი მოხვდა და ფერმერის ცოლს უკბინა. მისი განკურნების მიზნით, ცოლს ქათმის წვნიანი მოუმზადეს. შემდგეომ ცხვარი დაკლეს, რომ ავადმყოფის მოსანახულებლად მოსული ადამიანებისთვის ემასპინძლათ. ბოლოს კი ძროხა დაკლეს, რომ გასვენებაში მოსული ადამიანები დაეპურათ. 
მთელი ეს დრო თაგვი პატარა ხვრელიდან იხედებოდა და ფიქრობდა ისეთ რამეებზე, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ მოვლენებთან. 
მორალი: თუ თქვენ რაღაც პირდაპირ არ გეხებათ, არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც თქვენ თავში არ ჩაგარტყამთ.
-----------
ფერმაზე ცხენი ავად გახდა.
ვეტერინარი: 
- "თუ ის დილით არ ადგება, მე მას დავაძინებ."
დილით ცხენი არ ადგა. გვერდით თხა იწვა.
- "მიდი ადექი თუ არა დამოკვდები!" 
ცხენი წამოდგა. 
ფერმერი:
- "სასწაულია! ეს უნდა ავღნიშნოთ! ამის აღსანიშნავად თხა დავკლათ!" 
მორალი: სხვის საქმეში ცხვირი არასდროს ჩაყოთ (მაგრამ არ დაგავიწყდეთ პირველი ამბავი, თაგვზე და ხაფანგზე)

'.$TEXT['print'].'