შემოქმედში ვარლამ სიმონიშვილის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
შემოქმედში ვარლამ სიმონიშვილის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, ცნობილი ქართველი ლოტბარის, ვარლამ სიმონიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გვაცნობეს, მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და მისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 184 900 ლარს შეადგენს. 

ვარლამ სიმონიშვილი (დ. 1884შემოქმედი — გ. 23 მარტი1950, იქვე) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა მეტად ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი 1896 წელს. სურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხა. 14 წლის ასაკში მომღერალ-მგალობელ ანტონ დუმბაძის მოსწავლე გახდა. 1900 წელს გაიცნო სამუელ ჩავლეიშვილი და მონაწილეობდა მისი გუნდშ. უკვე 1901 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა. ფილიმონ ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები. პირველი გუნდი 1903 წელს ამოაყალიბა 15 კაცის შემადგენლობით. 1906 წელს შექმნა გურულ-აჭარული ხალხური სიმღერების გუნდი, სადაც გურულებთან ერთად შვიდი ქობულეთელი შეიყვანა.

არტემ ერქომაიშვილთან და დიმიტრი პატარავასთან ერთად ჩაწერა საგალობელთა კრებული „11 მარგალიტი“. 20-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს. 1927 და 1935 წლებში წარმატებით გამოვიდა კონცერტებზე მოსკოვში.

გარდა გუნდების ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა. დიდი როლი შეასრულა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში, შექმნა ამა თუ იმ სიმღერის ცალკეულ ხმათა ვარიანტები. სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეები იყვნენ ლოტბარები ესე ჭანიშვილიდომენტი ქარჩავამარგალიტა სადრაძეშერმადინ ჭკუასელივარლამ ვაშალომიძეილარიონ სიხარულიძე. 1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ- ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა 1950 წელს. დაკრძალულია შემოქმედის მონასტრის ეზოში. სოფელშივე მოქმედებდა მისი სახლ-მუზეუმი.

'.$TEXT['print'].'