ოზურგეთის "მერცხალმა" ქობულეთის "შუქურა 2" 4-2 დაამარცხა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "მერცხალმა" ქობულეთის "შუქურა 2" 4-2 დაამარცხა

ორშაბათს, 31 ივლისს ოზურგეთის "მერცხალმა" საკონტროლო თამაში საკუთარ სტადიონზე ქობულეთის "შუქურა 2"-თან გამართა. 

მასპინძლებმა სტუმრების დამარცხება ორ ბურთიანი სხვაობით  შეძლეს. 

თამაში ანგარიშით, 4-2 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში გოლები "მერცხალიდან" გოგუაძემ, გოგელიამ, ბურჭულაძემ და ანდღულაძემ გაიტანეს. 

მომდევნო საკონტროლო მატჩს "მერცხალი" ბათუმის "მაჭახელასთან" გამართავს. 

ისინი ბათუმის გუნდს ასევე საკუთარ სტადიონზე, 4 აგვისტოს შეხვდებიან. თამაში 17 საათზე დაიწყება. 

 

'.$TEXT['print'].'