ოზურგეთის "მერცხალის"კიდევ ერთი გამარჯვება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "მერცხალის"კიდევ ერთი გამარჯვება

დღეს ოზურგეთის "მერცხალმა" მორიგი ტესტ მატჩი თბილისის გუნდთან  "დიდუბე 2014"-თან გამართა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

მატჩი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც მასპინძლებმა სტუმარი გუნდი 2-1 დაამარცხა. 

მოწინააღმდეგის კარში გოლები  გოგუაძემ და გოგელიამ გაიტანეს. მორიგ ტესტ მატჩს "მერცხალი" 10 აგვისტოს ბათუმის "ხიხანთან" გამართავს.

თამაში  18 სათზე ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

31 ივლისს ოზურგეთის "მერცხალმა" საკონტროლო თამაში საკუთარ სტადიონზე ქობულეთის "შუქურა 2"-თან გამართა. 

მასპინძლებმა სტუმრების დამარცხება ორ ბურთიანი სხვაობით  შეძლეს. 

თამაში ანგარიშით, 4-2 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში გოლები "მერცხალიდან" გოგუაძემ, გოგელიამ, ბურჭულაძემ და ანდღულაძემ გაიტანეს. 

'.$TEXT['print'].'