გურიას არასოდეს არ ჰყოლია პატრონი და სალუქვაძე იქნება თუ ბაქრაძე, რა მნიშვნელობა აქვს? - გურულები გუბერნატორის შეცვლაზე
ავტორი: გურიის მოამბე
გურიას არასოდეს არ ჰყოლია პატრონი და სალუქვაძე იქნება თუ ბაქრაძე, რა მნიშვნელობა აქვს? - გურულები გუბერნატორის შეცვლაზე

წინასაარჩევნოდ მთავრობამ  ამ ეტაპზე  ორ რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში გუბერნატორები თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

ქვეყნის პრემირ მინისტრი აცხადებს, რომ ისინი გუნდში რჩებიან და სხვა სამსახურებში გააგრძელებენ მუშაობას.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის, რადგან რეგიონის პირველი პირების წინასაარჩევნო კამპანიებში უხეში ჩარევის დრო, საქართველოში უკვე დასრულებულია: საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ისინი პირდაპირ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში. ეს მოვლენები საქართველოში დიდი ხანია აღარ ფიქსირდება. ასე რომ, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

თავად გია სალუქვაძე  მედიასთან საუბარში ამბობს, რომ  თანამდებობა მისი სურვილით დატოვა,  გუნდის წევრად რჩება, ცოტა ხანს დაისვენებს კიდეც და სხვა პოსტიდან გააგრძელებს ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას.

როგორ აფასებენ თავად გურულები გუბერნატორის თანამდებობიდან მოხსნას და აქვს თუ არა აღნიშნულ საკადრო ცვლილებას მათთვის რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა, „გურიის მოამბემ“ რამდენიმე ოზურგეთელის შეფასება მოისმინა:  

კითხვაზე - როგორ შეაფასებთ  გურიის გუბერნატორის სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას და მისი მუშაობის პერიოდს, გამოკითხული 10 რესპოდენტიდან  7  ამბობს, რომ ისეთი გუბერნატორი, რომელსაც რეგიონში არავინ არ იცნობს, თანამდებობას არ უნდა იკავებდეს. ნაწილმა კი არც იცოდა, ვინ იყო ბოლო წლებში გურიის გუბერნატორი.

„არჩევნები მოდის და შეცვალენ გუბერნატორი, სალუქვაძის პოსტის დატოვება არ უშველის ამ მთავრობას“.  

„გურიას გუბერნატორი ყავდა?! მაგიც არ ვოცოდით, არსად არ მინახავს მოსახლეობასთან შეხვედრებზე.“

„არ ვიცნობდი და არ ვიცი ვინ იყო გურიის გუბერნატორი.  გუბერნატორის შეცვლა კი არა, ხალხის ცხოვრება უნდა შეცვლილიყო. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რის გამოც ამ ხელისუფლებას მხარი დავუჭირეთ და რა მივიღეთ? იმაზე უარესი, რაც გვქონდა“.

,,არ აქვს მნიშვნელობა, სადაური იქნება და ვინ იქნება გუბერნატორი.  მთავარია, იყოს ისეთი, გული შესტკიოდეს ხალხზე და გურიაზე“.

„ხალხს ძალიან უჭირს და გურიის გუბერნატორის შეცვლა, ვერ აგვარებს პრობლემას.“

„გურიას არასოდეს არ ჰყოლია პატრონი და სალუქვაძე იქნება, ბაქრაძე  თუ  სხვა ვინმე, რა მნიშვნელობა აქვს?  რას გააკეთებს? ასე იყო ეს რეგიონი ყოველთვის, უპატრონო.“

 

„არ ვიცნობდი სალუქვაძეს, მაგრამ ისე ვიცოდი ვინც იყო, თავიდან არ იყო შეცდომა მისი დანიშვნა?“ 

'.$TEXT['print'].'