ბოსტნები, სამაგიდო თამაშები, სასწავლო პროგრამების გამარტივება- სიახლეები ახალი სასწავლო წლისთვის
ავტორი: გურიის მოამბე
ბოსტნები, სამაგიდო თამაშები, სასწავლო პროგრამების გამარტივება- სიახლეები ახალი სასწავლო წლისთვის

სკოლები, სადაც 1000 ან მეტი ბავშვი სწავლობს, მოსწავლეებისთვის კვირაში თითო ვაშლის დარიგებას შეძლებენ. ეკონომისტები ვაშლის დარიგების პროგრამას "არასერიოზულს" უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ვაშლის ექსპორტი გახდეს საჭირო. მინისტრმა ასევე ისაუბრა სკოლებში ბოსტნების გაშენების ინიციატივაზეც, თუმცა ვერ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა ბოსტნების გაშენებაში.

ახალი სასწავლო წლიდან დაწყებით კლასებში სამაგიდო თამაშების საპილოტე პროგრამაც ამოქმედდება. ახალი სახელმძღვანელოების დარიგება კი სკოლებში მომავალი წლისთვის გადაიდო. სამინისტრო წიგნების ელექტრონულ ვერსიას შემოდგომაზე გამოაქვეყნებს.

სამინისტრო, ამ სიახლეებთან ერთად, სხვა პროექტების განხორციელებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში გეგმავს. უწყებისვე გადაწყვეტილებით, მეშვიდე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროგრამა გამარტივდება.

ოპოზიციაში სამინისტროს ახალ სტრატეგიას პესიმისტურტად აფასებენ.

ახალი სტრატეგიის მიხედვით, უნდა შეიქმნას საექსკურსიო ადგილების კატალოგი, სადაც მოსწავლეებს გასვლით გაკვეთილებს ჩაუტარებენ. ამისთვის სამინისტრო მასწავლებლებს ფინანსურად წაახალისებს.

'.$TEXT['print'].'