"საქართველოში, მრავალი წელია, არაფერი არ იცვლება"
ავტორი: გურიის მოამბე
"საქართველოში, მრავალი წელია, არაფერი არ იცვლება"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის გუბერნატორების გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. პროცესები როგორც მმართველობის სისტემაში, ისე პოლიტიკაში დინამიკურია.

რითია განპირობებული გუბერნატორების მასობრივი ცვლილება? - ამ კითხვაზე პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი "რეზონანსს" შემდეგს პასუხობს: 

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): მაინც მოახლოებულ არჩევნებს ვუკავშირებ. ზოგადად, იმას კი არ განვიცდი, რომ ვიღაცამ ვიღაც გაათავისუფლა ან მოხსნა, არა, ეს ჩვეულებრივი რამაა. მაგრამ მეცინება ხოლმე, ხელისუფლება არჩევნების წინ უკმაყოფილო რომ რჩება.

ზოგადად, ესენი მუდმივად არაპროფესიონალებს ნიშნავენ, ამ ორ გუბერნატორს არ ვგულისხმობ, საერთოდ ვამბობ. მერე არჩევნების წინ აღმოჩნდება, რომ ვიღაცის გათავისუფლება ხდება.

საქართველოში, მრავალი წელია, არაფერი არ იცვლება. ადამიანების კეთილდღეობიდან დაწყებული, დაპირებებით დამთავრებული, სამწუხაროდ, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება.

'.$TEXT['print'].'