ჯეჯეს ვაშლი-განათლების მინისტრს ლექსი მიუძღვნეს
ავტორი: გურიის მოამბე
ჯეჯეს ვაშლი-განათლების მინისტრს ლექსი მიუძღვნეს

განათლების სამინისტრო სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგებას გეგმავს. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, ვაშლის დარიგების კამპანია ახალი სასწავლო წლიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.

განათლების მინისტრის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა იუმორისტული ჩანახატებისა და ფოტოებისა, სადაც მინისტრი სხვადასხვა ზღაპრის გმირადაა გამოყვანილი, ვაშლებით სავსე კალათით ხელში, ჯეჯელავას დღეს ლექსებიც მიუძღვნეს.

წაუკითხეთ პატარებს 

ჯეჯეს ვაშლი
-----------------

არ ისწავლოთ ხუთებზე,
დაიღლებით ბავშვები,
სამიანი ჯანმრთელი,
და წითელი ვაშლები,
დამიჯერეთ, გეყოფათ,
ან რად გინდათ გამოცდა,
ჩაიცინა ჯეჯემ და
კვლავ ტყემალზე აცოცდა.

ზურაბ გურული. 

 ვაშლი ბევრნაირია:
მოგრძო, მრგვალი, პაწია,
ნეტავ რომელ ჯიშს უწევს 

ჯეჯე აგიტაციას?

გიული წერეთელი.

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ე.წ. ,,ვაშლის პროექტი" დაახლოებით 300-დან 400 ათას ლარამდე დაჯდება.

ჯეჯელავას თქმით, პროექტი ამ ეტაპზე უფრო მასშტაბური ვერ არის ,რადგან ,,საბანი სანამდეც გაწვდება იქამდე უნდა დაიფარონ".

ჯეჯელავა ამბობს, რომ რადგანაც ყველა ახალი ინიციატივა უფრო მცირე მოსწავლეებიან სკოლებში იწყება, მან გადაწყვიტა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა იმ სკოლებიდან დაიწყოს, სადაც მოსწავლეთა უფრო დიდი კონტიგენტია.

'.$TEXT['print'].'