,,ერთი პორცია ვაზელინის გადასმით, ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი"
ავტორი: გურიის მოამბე
,,ერთი პორცია ვაზელინის გადასმით, ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი"

„ერთი პორცია ვაზელინის გადასმით“ ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, იმისთვის, რომ გაიგოს როგორია გაჭირვება, მას სადმე სხვაგან „გადაცხოვრება“ არ სჭირდება. „მე თბილისის პრობლემებით ვცხოვრობ დაბადებიდან. იმისთვის, რომ თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირე გავიგო როგორია, ამისთვის, სადმე გადაცხოვრება არ მჭირდება. ოჯახში გავიზარდე, სადაც სხვებთან ერთად ძალიან მძიმე გაჭირვება ვნახე. პროცენტიანი ვალები, დაყაჩაღებული ჩემი მშობლები. ერთადერთი მარჩენალი ოჯახის - ტაქსი, ძველი „ვოლგა“ იყო და ისიც წაგვართვეს. სადღაც გადაცხოვრებით არ მჭირდება გავიგო, როგორ უჭირთ ადამიანებს. დღესაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ და ისევე მახრჩობს კრედიტები, როგორც სხვას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პორცია ვაზელინის გადასმით , ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მე მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო და ამისთვის რაღაც წინასაარჩევნო ამბები არ მჭირდება. იმიტომ მინდა რაღაცეები გამოვასწორო, იმიტომ ვარ გარჯაში თბილისის პრობლემების მოსაგვარებლად 2006 წლიდან, რომ მე თვითონ მაწუხებს ეს პრობლემები. ვიღაც კი არ მიყვება, რომ გლდანში ასე უჭირთ და მოდი წინასაარჩევნოდ იქ იცხოვრე 3 დღით, მე თვითონ მაქვს მსგავსი პრობლემები“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

'.$TEXT['print'].'