”ვინ შეჭამა ჩემი ვაშლი”...ჯეჯელავას, რა თქმა უნდა, არ ადარდებს"
ავტორი: გურიის მოამბე
”ვინ შეჭამა ჩემი ვაშლი”...ჯეჯელავას, რა თქმა უნდა, არ ადარდებს"

"ჯეჯელავას ვაშლები!
განათლების მინისტრმა ალქსანდრე ჯეჯელავამ კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. კარგიც რომ თქვას, ცუდად რეაგირებენ ხოლმე მის სიტყვებზე და დაცინვის ობიექტი ხდება. ახლა მგონი კარგი რაღაცა თქვა: იმ სკოლებში, რომლებშიც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს, კვირაში ერთხელ თითოეული მოსწავლეს თითო ცალი ვაშლი დაურიგდებაო. 
რატომ გახდა ეს ერთი შეხედვით კარგი იდეა კრიტიკის საგანი? იმიტომ, რომ კამპანიური ხასიათისაა, იმიტომ, რომ შედეგი-დანახარჯის მიხედვით არაეფექტიანია, იმიტომ, რომ სხვადასხვა ხასიათის სიძნელის გამო თავს ვერ მოაბამენ და მალევე მოუწევთ ამ ახირებაზე უარის თქმა, იმიტომ, რომ ეს არ არის მთავარი პრობლემა. საქართველო არც ციმბირია და არც საჰარის უდაბნო, რომ ბავშვებზე ზრუნვა მაინცდამაინც კვირაში ერთი ცალი ვაშლით დავიწყოთ. ამ ფულით სხვა, უფრო საჭირო საქმის გაკეთება შეიძლება. 
მაინც რა დაჯდება ჯეჯელავას ვაშლით პირის ჩატკბარუნება?
როგორც ამბობს, 60 ათას ბავშვს დაურიგდებაო. ვთქვათ 40 კვირის განმავლობაში მოხდება ეს (არდადეგების გამოკლებით). საჭირო იქნება 2,4 მილიონი ცალი ვაშლი. დავუშვათ, 6 ვაშლი არის ერთი კილოგრამი. მივიღებთ 400 ათას კილოგრამ ვაშლს. 2 ლარი ვიანგარიშოთ ერთი კილოგრამი ვაშლის ფასი თავისი ტრანსპორტირება-ჩამორიგებით. ესეც თქვენი 800 ათასი ლარი. 
”ვინ შეჭამა ჩემი ვაშლი” და სხვა თანმდევი გართულებების, ჯეჯელავას, რა თქმა უნდა, არ ადარდებს. ვაშლი კია არა, აგერ ცხვრები შეუჭამეს კომბლეს და ამაზე იძახის, მერე რაო, კომბლე მოძალადეაო, თავში ჯოხის ჩარტყმა რომელი დემოკრატიული წესიაო.
ჰო და, მოუწევს მოძალადე ბავშვების მიერ სხვისი კუთვნილი ვაშლების შეჭმის კომპენსირება და დამატებითი რაოდენობის შეტანა. ეს კი დამატებითი ხარჯებია, მათ შორის მორალური"-წერს 
რომან გოცირიძე.

'.$TEXT['print'].'