"მილიონები ჯეჯელავას ხუშტურებში და ბავშვები დაძველებული სახელმძღვანელოებით“
ავტორი: გურიის მოამბე
"მილიონები ჯეჯელავას ხუშტურებში და ბავშვები დაძველებული სახელმძღვანელოებით“

„ჯეჯელავას ვაშლები“ - გუშინ განათლებისა და მეცნიერები მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. საუბარია ახალ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს სასწავლო წლის დაწყებისას, სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ თითო მოსწავლეზე თითო ვაშლი დარიგდება.

აღნიშნულს გუშინვე გამოეხმაურნენ ენდოკრინოლოგები და განაცხადეს, რომ რაციონში ეს ცვლილება, ბავშვის ორგანიზმში ვიტამინების მიწოდების თვალსაზრისით არავითარ ცლილებას არ შეიტანს. რას ემსახურება ეს პროგრამა?! ვაშლის პოპულარიზაციას?

„ნიუპოსტთან“ საუბრისას განათლებისა და მეცნირები ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც სკოლებში ბავშვები დაძველებული სახელმძღვენელოებით სწავლობენ და სახელმწიფოს არ აქვს ფულადი სახსრები ახალი სახელმძღვანელოები შეიტანოს, არ შეიძლება მილიონები იხარჯებოდეს ისეთ პროგრამაში, როგორიც „ჯეჯელავას ვაშლებია“:

„როდესაც ხარ სახელმწიფო მოხელე, მითუმეტეს მინისტრი, ყოველთვის სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებ, ჯერ უნდა დაფიქრდე რას საუბრობ. იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა გუშინ ჯეჯელვა, რომ მეც შემეპარა ეჭვი და ორ ენდოკრინოლოგთან გავიარე კონსულტაცია, მეგონა რადგან მინისტრი ასეთ განცხადებებს აკეთებს, შესაძლოა მედიცინაში რაიმე სიახლე ყოფილიყო. ორივე ენდოკრინოლოგმა მითხრა ერთი და იგივე. ბავშვის რაციონში ერთ კვირაში ერთი ვაშლით, ბავშვებისთვის ვიტამინების მიღების კუთხით, სურათი არ შეიცვლება. გამოირიცხა იდეა იმისა, რომ ეს კეთდება იმისათვის, რომ ბავშვებმა დამატებითი ვიტამინები მიიღონ.

როდესაც ყოველ მეათე ბავშვს ვაძლევთ კვირაში უფასო ერთ ვაშლს, ეს არავითარ პოპულარიზაციას არ მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, ემატება უსამართლობის განცდა, იმ კუთხით, რომ ერთი სკოლის ბავშვებს აძლევ ვაშლს, მეორე სკოლისას კი არა. გარდა უსამართლობისა, არანაირ შედეგს არც ბავშვებში, არც მშობლებში ეს პროგრამა არ დათესავს.

ჯეჯელავამ ბრძანა, რომ უკვე მეორედ ხდება სკოლებში ახალი სახელმძღვანელოების შეტანის გადადება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მიღებული იყო ორი წლის წინ, სახელმძღვანელოები, რომლითაც ბავშვები ახლა სწავლობენ, არის 2011 წელს მიღებული, უკვე დაძველებულია, ეს მსოფლიო პრაქტიკაა, მსოფლიო ვითარდება და 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს შეცვლა. მეორე წელია სახელმძღვანელოების შეცვლა არ ხდება, როგროც ჩანს სახელმწიფოს ამისთვის ფული არ აქვს. ამ პირობებში კი სახელმწიფო ჯეჯელავას ხუშტურზე ვაშლების დარიგების პროგრამაში მილიონზე მეტს ხარჯავს. ყველა მშობელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, როდემდე შეიძლება ჯეჯელავას ხუშტურებზე იხარჯებოდეს მილიონობით ლარი, როდესაც სახელმძღვანელოების შეცვლის ფული არ აქვს სახელმწიფოს. ჩვენი ბავშვები სწავლობენ დაძველებული სახელმძღვანელოებით გლობალურ საუკუნეში და ვერ უწევენ კონკურენციას საკუთარ თანატოლებს სხვა სახელმწიფოებში.

უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა მოსაგვარებელი და აბსოლუტურად უაზრო პროგრამაში ვხარჯავთ ამხელა თანხას“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

'.$TEXT['print'].'