,,არ გამოგვიგზავნოთ აქეთ ეგ ნაძირალა. იყოს ბომჟად!“ - კვირიკაშვილი სააკაშვილზე
ავტორი: გურიის მოამბე
,,არ გამოგვიგზავნოთ აქეთ ეგ ნაძირალა. იყოს ბომჟად!“ - კვირიკაშვილი სააკაშვილზე

ცნობილი რუსი ,,პრანკერები“ (სატელეფონო ხულიგნები) ვოვანი და ლექსუსი (ვლადიმირ კუზნეცოვი და ალექსეი სტალიაროვი), რომლებიც პოლიტიკოსების გამასხრებით არიან ცნობილი, ,,კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოს შს მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბარს ასაჯაროვებენ.

,,ჩვენ დავუკავშირდით მას, როცა იმყოფებოდა ბათუმში და წარვსდექით, როგორც უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი და ვაცნობეთ, რომ სააკაშვილი ჩამოდის უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ ის გადავცეთ თბილისს“ - აღნიშნავს სტალიაროვი.

,,მღებრიშვილმა საპასუხოდ განგვიცხადა: ,,ეს ადამიანი ჩვენ აქ რა ჩემს... გვინდა“. თუმცა მინისტრმა მოგვიანებით გადაწყვიტა კონსულტაცია გაევლო პრემიერ კვირიკაშვილთან.

მან სთხოვა ჩვენთვის გადმოეცა: ,,თუ არის შესაძლებელი, ეს ნაძირალა აქეთ არ გამოაგზავნონ. იყოს ბომჟად!“ - იტყობინება სტალიაროვი.

წყარო: lenta.ru

'.$TEXT['print'].'