დღეს ოზურგეთის "მერცხალმა" ბათუმის "მატა" 1-0 დაამარცხა
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ოზურგეთის "მერცხალმა" ბათუმის "მატა" 1-0 დაამარცხა

დღეს ოზურგეთის "მერცხალმა" მორიგი ტესტ მატჩი ბათუმის "მატასთან" ჩაატარა.

მატჩი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც მასპინძლებმა სტუმარი გუნდი 1-0 დაამარცხა.

მეტოქის კარში ბურთი, ირაკლი გოგუაძემ გაიტანა. ამით სპარინგ თამაშები დასრულდა.

"მერცხალმა" პირველი წრე 8 ადგილით დაასრულა. 

რეგიონალური გათამაშების მეორე წრე  26 აგვისტოს დაიწყება და "მერცხალი" გასვლაზე ხონის "იმერეთს" შეხვდება.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ჩოხატაურის ბახმარო კი, ქუთისში "ტორპედო 2" -ს შეხვდება.

 

 

'.$TEXT['print'].'